მინისტრთა საბჭოს შემდეგ პრემიერმა განცხადება გააკეთა

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა

537485
მინისტრთა საბჭოს შემდეგ პრემიერმა განცხადება გააკეთა

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 20 ივლისს გამოცხადებული საგანგებო ვითარების განსახორციელებლად რაიმე პრობლემა არ არსებობს და მისი მიზანი ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PYD) წინაააღმდეგ სწრაფი და საბოლოო შედეგის მიღება გახლავთ.     

ილდირიმის განცხადებით, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ბოღაზიჩის ხიდის სახელი შეიცვლება და მას 15 ივლისს დაღუპულ გმირთა ხიდი ეწოდება და სტამბოლსა და ანკარაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ვერაგული გადატრიალების მცდელობის შემდეგ 15 ივლისს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებისათვის სახელმწიფო ბანკებში ანგარიში გაიხსნება, რითაც შესაძლებელი იქნება მათთვის დახმარების გაწევა.

 „ისინი, ვისაც ეგონა, რომ გადატრიალების მცდელობით ჩვენს სახელმწიფოს დააჩოქებდნენ, კიდევ ერთხელ შეცდნენ. ჩვენი ერი 2023 წლის მიზნების განხორცილებას მტკიცედ აგრძელებს“ - განაცხადა პრემიერმა.

ბინალი ილდირიმის თქმით, ჟანდარმერიისა და სანაპირო დაცვის სარდლობის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაქვემდებარების ბრძანება მომზადდება.

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მინისტრთა საბჭომდე რესპუბლიკური სახალხო პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის პარტიის ლიდერების მონაწილეობით პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს შეხვდნენ და კონსტიტუციაში რიგი ცვლილებების შეტანის საკითხზე შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, ლიდერებს შორის ახალი კონსტიტუციის საკითხზეც თანხმობაა და ამასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო.   



მსგავსი ინფორმაციები