იბრაჰიმ ქალინის ინტერვიუ TRT-World-ს

მან პუტჩის შემდგომი მოვლენები გაანალიზა

536075
იბრაჰიმ ქალინის ინტერვიუ TRT-World-ს

როგორც უკვე მოგეხსენებათ, თურქეთის არმიაში მომსახურე სამხედროთა ერთმა ჯგუფმა, რომლებიც აშშ-ს პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენენ, 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა გამოიჩინეს, მაგრამ, ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხმა, რომელიც ქუჩებში და მოედნებზე გამოვიდა და დაიცვა რა დემოკრატიული უფლებები, ამასთან პუტჩისტები დააკავეს, გაკოჭეს და ისინი პოლიციას ჩააბარეს. მას შემდეგ არმიის გარდა საჯარო სტრუქტურებშიც დაიწყო რა ფეტულაჰელების გაწმენდა, მისი ეფექტურად დასრულების მიზნით 2 დღის წინ პარლამენტმა ქვეყანაში 3 თვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ახლა ამ საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში და მის პრეს წარმომადგენელს იბრაჰიმ ქალინს, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ამ ინტერვიუზე

კორესპონდენტი: ბატონო იბრაჰიმ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება TRT-World-ისა და One on One-ს პროგრამაში. პრეზიდენტი ერდოღანი კარგა ხანია რაც საზოგადოების ყურადღებას ფეტულაჰის ორგანიზაციაზე აპყრობდა და ხაზს უსვამდა, თუ, რაოდენ საშიშს წარმოადგენდა ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოებისათვის ეს “პარალელური სტრუქტურა“. მაგრამ, მიუხედავად ამისა სამხედრო პუტჩის მცდელობა მაინც მოხდა თურქეთში, რამ გამოიწვია ეს, ხომ არ ყოფილა რაიმე  სისუსტე დაზვერვის სიტემაში?

იბრაჰიმ ქალინი: უკვე ათწლეულებია რაც გულენის ჯგუფი მოქმედებს თურქეთში. მათი ნამდვილი სახიფათო სახე პირველად  2014 წლის 17-25 დეკემბერს გამოჩნდა, როცა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა შეიმუშავეს და ქვეყნის უმაღლესი რანგის პირები და ლიდერები კორუფციაში დაადანაშაულეს, როცა ყველაფერი თურმე ფეტულაჰელების შეთითხნილი ყოფილა. მას შემდეგ მთავრობამ რიგი ღონისძიებები გაატარა და რიგი ნაბიჯები გადადგა, გამოავლინა მრავალი ფეტულაჰელი და ისინი ან ჩამოაშორეს საჯარო სამსახურს, ანდა დააპატიმრეს. თუმცა ეს ნაბიჯები არ აღმოჩნდა საკმარისი, რამეთუ სამხედრო, ძალოვან და სადაზვერვო სტრუქტურებში შეღწეულმა ფეტჰულაჰელებმა გასულ პარასკევს სამხედრო გადატრიალების მცდელობა წამოიწყეს, რაც მათი კრახით დასრულდა, თუმცა, ასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა. გულენის მიმდევრებმა ვერტმფრენებიდან და თვითმფრინავებიდან ხალხი და პარლამენტი დაბომბეს, ტანკებით გადაუარეს პროტესტის მონაწილეებს, ავტომატური იარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, მოკლედ, ყველანაირი სიმხეცე გამოიჩინეს, ხალხის გადასახადებით ნაყიდი იარაღები თვით ხალხს დაუმიზნეს. დიახ, 15 ივლისის კოშმარულ ღამეს 242 მოქალაქე დაიღუპა, 1500-ზე მეტი დაიჭრა. მაგრამ, ამ “უკუნით“ ღამეს მეორე დღეს “მშვიდობიანი“ დილა მოჰყვა, რადგან ქვეყნის პოლიციამ ხალხის დახმარებით იმ ღამესვე განიარაღა პუტჩისტები და დილით უკვე დასამარებული იყო სამხედროთა ეს ამბოხი. ახლა ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსაც ახორციელებს, რათა ასეთი რამ აღარასოდეს აღარ განმეორდეს. უპირველეს ყოვლისა  ფართომასშტაბიანი ოპერაციები დაიწყო სამხედრო და სხვა ძალოვან სტრუქტურებში, სასამართლოებში, პროკურატურაში, განათლების სისტემაში და ა.შ. რომლებშიც ავლენენ ფეტულაჰელებს და სასამართლო გადაწყვეტილებით ან სამსახურიდან ათავისუფლებენ, ანდა აპატიმრებენ და ასეთი პირების რაოდენობამ უკვე 45 ათასს გადააჭარბა. ეს ყველაფერი კი ემსახურება სახელმწიფოს და ხალხის უსაფრთხოებას, დემოკრატიას და სამართლის დაცვას, საზოგადოებრივი წესრიგის და სიმყუდროვის აღდგენას. სამხედრო პუტჩის წინააღმდეგ ერთ მუჭად შეიკრა მთელი თურქი ხალხი, ისინი ტანკებზე ავიდნენ, ავტომატები წაართვეს ჯარისკაცებს, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა თუ სამხედრო გადატრიალებას აწყობდნენ, რადგან, ისინი ყაზარმებიდან ათასგვარი ტყუილებით იყვნენ გამოყვანილნი, პოლიციასთან აქტიურად ითანამშრომლეს და მსოფლიოში პირველი ანალოგი მოხდა, როცა უიარაღო ხალხმა თვით ჩაახშო სამხედრო გადატრიალება და დაიცვა დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება. ამას კი უკუნისამდის არ დაივიწყებს თურქი ხალხი

კორესპონდენტი: ხალხის პასუხი არაჩვეულებრივი იყო. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სხვა დემოკრატიული ქვეყნები ხალხის ამგვარ რეაქციაზე ვერც იოცნებებენ. როდესაც პრეზიდენტმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა, მთავრობა თუ ვარაუდობდა ხალხის ასეთ რეაქციას?

იბრაჰიმ ქალინი:  როდესაც პუტჩი დაიწყო, ჩვენ ჯერ შევეცადეთ გაგვერკვია გადატრიალების მცდელობა რამდენად რეალური იყო და მოკლე დროში აღმოჩნდა, რომ ჯერ ანკარისა და სტამბოლის სამხედრო შენაერთებში იყო დაყწებული მოქმედებები. როდესაც გაირკვა, რომ ეს გადატრიალების მცდელობა იყო, პრეზიდენტი ტელევიზიით გამოვიდა, ხალხს მოუწოდა ქუჩაში გამოსულიყო და დემოკრტია დაეცვა. მადლობა ღმერთს ეს მოძრაობა ლეგენდარულ ისტორიად გადაიქცა. სიმართლე რომ ვთქვა, ასეთ მცდელობას არავინ ვარაუდობდა. მეამბოხეების ამგვარი გიჟური, ამგვარი სისხლიანი და ასეთი ბოროტი საქციელი მოულოდნელი იყო. ჯერ შოკი განვიცადეთ, მაგრამ როდესაც გადატრიალების მცდელობა დასრულდა, გამარჯვებისა და ბედნიერების გრძნობა დაეუფლა ყველას.       

კორესპონდენტი: ხალხის რეაქცია ნამდვილად კოლოსალური იყო და ისინი რამდენიმე დღის გასვლის მიუხედავად ისევ ქუჩებშია არიან გამოსული. თქვენი აზრით ეს ვითარება მთავრობის პოლიტიკის გამოა თუ ადამიანების პრეზიდენტიდსადმი ერთგულების გამო?

იბრაჰიმ ქალინი: ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ადამიანების დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებაა. ჩვენ თურქეთში 1960, 1972, 1980 წლებში და შიგაშიგ სხვა თარიღებშიც ვნახეთ სამხედრო გადატრიალებები. პირველად მოხდა ისე, რომ სამხედრო გადატრიალება თავად ხალხმა აღკვეთა. ხალხი ქუჩაში ერთის მხრივ გამარჯვებას ზეიმობს, მეორეს მხრივ კი მცდელობას იჩენს იმისათის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. მათი ძლიერი გზავნილია, რაც არ უნდა მოხდეს, ხალხების, ქვეყნების, ერთობის დასაცავად ქუჩაში დარჩებიან. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა არა მხოლოდ მეამბოხეებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის მიცემული ამ გზავნილის გასაგრძელებლად ხალხს ქუჩაში დარჩენისაკენ მოუწოდა. ქუჩაში გამოსულ ადამიანებს თუ შეხედავდ, ნახავთ, რომ მათ შორის არიან საზოგადეობის ყველა წრის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედედულების და სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანები. გადატრიალების შემდეგ ყველა სახის პოლიტიკური განსხვავებულობის მიუხედავად დაუჯერებელი ერთობა და თანადგომა ვნახეთ.  ამავდროულად პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დაურეკა და მათ მადლობა გადაუხადა გადატრიალების წინააღმდეგ გამოჩენილი ღია პოზიციის გამო. ეს ქუჩებზეც აისახა. სხვადასხვა პარტიებიდან ადამიანები განურჩევლად იმისა, ვის მისცეს ხმა, გაერთიანდნენ. ამასთანავე პრეზიდენტ ერდოღანის ამ ვითარებასთან გამკლავების დროს გამოჩენილმა ლიდერობამ დიდი როლი შეასრულა. რადგანაც ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ღამეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი პრეზიდენტის მიერ მოსახლეობის ქუჩაში გსმოსვლის მოწოდება იყო.  ჩვენს მიერ ამ გზავნილის მოსახლეობამდე მიწოდებას დრო დასჭირდა, რადგანაც მოსაგვარებელი იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური პრობლემები. მეამბოხეებს თურქეთი ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT დაკავებული ჰქონდათ და იმ ღამეს ელექტრონული კომუნიკაციის და თანამგზავრული კომუნიკაციის შეწყვეტას ცდილობდნენ. მაგრამ ჩვენ შევძელით ამასთან გამკლავება. ამის გამო პრეზიდენტის მოწოდება გადატრიალების მოწინააღმდეგე მოძრაობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის წერტილი იყო.        

კორესპონდენტი: ერთის მხრივ ვხედავთ, რომ საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა და მხარს უჭერს მთავრობას, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ოპოზიციური პარტიებიც ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებისგან სხვადასხვა განცხადებებიც გვესმის. მაგალითაც, ამ განცხადებებში თურქეთს მოუწოდებენ, გამოიყენოს პროპორციული ძალა, დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი ან მსგავსი მოწოდებები. თქვენი აზრით, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციისა და კრიტიკის ნაწილი არის თუ არა სამართლიანი?   

იბრაჰიმ ქალინი: უპირველეს ყოვლისა, ჩახშობილი გადატრიალების მცდელობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის უფლებას თურქეთის კონსტიტუციის 120-ე და 121-ე მუხლები იძლევა. ეს მუხლი ამის გამოცხადების უფლებას იძლევა და ეს უფლება მთავრობას ენიჭება რა, მანაც იგი პარლამენტს წარუდგინა. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოლოდ მთავრობის, არამედ ოპოზიციური პარლამენტის ხმებით იქნა მიღებული.

მოკლედ, რაც გაკეთდა, ეს მოხდა კონსტიტუციის ფარგლებში. დღემდე კანონის უზენაესობის პრინციპის გარდა სხვა არაფერი გაკეთებულა და არც გაკეთდება. თუმცა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მყოფმა თქვენმა მაყურებელმა საჭიროა გაიგოს ის ვითარება, რომელშიც ამგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მცირე ხნის წინ თურქეთის არმიის შიგნით გულენის ტერორისტული ელემენტების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სამხედრო გადატრიალება აღვკვეთეთ. ამ გადატრიალებას სასამართლო სისტემაში და სხვა ორგანიზაციებში მომუშავე გულენის ორგანიზაციის წევრებმა მხარდაჭერა გაუწიეს. ამის გამო გადატრიალებაში მონაწილეობის მიმღები, გადატრიალების დამგეგმავი, განმხორციელებელი და ასევე პროცესში თანამშრომლობის გამწევი, წევრების გარედან მხარდამჭერი და ამოღებულ ზოგიერთ დოკუმენტში აღმოჩენილი გადატრიალების შემდეგ ამ პირებისათვის დახმარების გამწევი პირების მიმართ სასამართლო პროცესი განხორციელდება.

მაშინ როდესაც ჩვენ ამ პირების დაჭერას ვცდილობთ, ვხედავთ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას. ამბობენ იმას, რომ ასე მოკლე დროში როგორ მოხერხდა ამდენი ადამიანის დაკავება. სახელმწიფო დაწესებულებებში გულენის ორგანიზაციის წინააღდემგ ბრძოლა გარკვეული პერიოდია გრძელდება. ამ პირების დასადგენად პროცესი ისედაც დაწყებული იყო. გადატრიალების მცდელობაში მონაწილე არმიის გენერლები აგვისტოში გასამართ უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეხვედრაზე ან პენსიაზე გავიდოდნენ ან მათი დაწინაურება აღარ მოხდებოდა. შესაძლოა იფიქრეს, რომ რამის გასაკეთებლად და ამის შესაჩერებლად ეს ბოლო შანსი იყო. მაგრამ გულენის ორგანიზაციის წევრებს თავიდანვე ამგვარი აზრი ჰქონდათ. თუ გადახედავთ მათ მიერ გაკეთებულ ზოგერთ განცხადებას, ამბობენ, რომ მომხდართან რაიმე კავშირი არ აქვთ. მათგან ასეთი სიტყვების მოსმენა მართლაც სასაცილოა, რადგანაც მათ რომ ჰკითხოთ გულენის მოძრაობის მსგავსი ქველმოქმედი და კეთილი მოძრაობა არ არსებობს.

ისინი ამბობენ, რომ სკოლები არ აქვთ, ტელევიზია ან მედია ორიგანიზაციები არ აქვთ, ბანკები და კომპანიები არ აქვთ. ბანკებისგან, ორგანიზაციებისგან, სკოლებისგან, კომპანიებისგან და ასე შემდეგ შექმნილი ამგვარად დიდი იმპერია როგორ ხდება რომ ამ ადამიანების მიერ იმართება? ამათ უკან მათი დგომა ნათელია და მათი სიტყვები დამაჯერებელი არ არის რა, ამიტომაც სერიოზულად არ აღიქმება. ზოგიერთების მიერ გავრცელებული იდეებით, ეს ნამდვილი გადატრიალება არ იყო, ყალბი იყო და იგი ერდოღანმა თავისი პოზიციების უფრო მეტად გასაძლიერებლად გააკეთა. ადამიანები, რომლებიც ჩვენ შეთქმულების თეორიების შექმნაში გვადანაშაულებდა, ახლა ამას სერიოზულ ანალიზად ქმნიან. მე ამას ასე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ მთავარ დასავლურ მედიაში ამგვარი განცხადებები კეთდება.     

ეს იმისგან არ განსხვავდება, რომ თქვან, 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ის მთავრობამ ან პარიზისა და ნიცის ტერაქტები საფრანგეთის მთავრობამ მოაწყოო. ამ განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამთ. მაგრამ სამწუხაროდ, როცა საქმე თურქეთს ეხება, ორმაგი სტანდარტი იჩენს თავს და ამ უაზრო შეთქმულების თეორიებს ისე წარმოადგენენ, რომ  გადატრიალებას ამართლებენ. აქ საჭიროა ძალიან ყურადღებით ყოფნა. როგორც იცით, სამხედრო გადატრიალება გავიარეთ. ეს გადატრიალება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და თავისუფლების სახელით შევაჩერეთ. ამის გამო ეს უნდა გავიგოთ. ახლა საგანგებო ვითარების ფარგლებში გატარებული ყველა ღონისძიება სინამდვილეში თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავადაა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე იგი გავლენას არ მოახდენს. გადაადგილების თავისუფლებაზე, შეკრების მოწყობის თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე ან ეკონომიკურ საქმიანობაზე იგი არანაირ ზეგავლენას არ მოხადენს. ისევე როგორც საფრანგეთში. პარიზის ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამაც ხომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

რამდენადაც ვიცი, ჯერ სამ თვიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადეს, შემდეგ ვადა გააგრძელეს. ნიცის ტერაქტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვის ვადით გააგრძელეს. ეს საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებაა, ამას ვერავინ გააკრიტიკებს. პირიქით, ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ნორმალური  ვითარების განცდას. ამას ვხედავთ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. აქაც ვითარება განსხვავებული არ არის. ადამიანები გააგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას. უნდა ეშინოდეთ მხოლოდ მათ, ვინც დამნაშავეა და მონაწილეობა მიიღო ამ გადატრიალების მცდელობაში.

კორესპონდენტი: თურქეთმა ფეტულა გიულენის ექსტრადირების საქმის დოსიე აშშ-ს გადასცა. ახლა თურქეთი რას ელოდება? ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ შესაძლოა აშშ-მა თურქეთზე ზეწოლის განსახორციელებლად გულენის საკითხი სავაჭრო კოზირად გამოიყენოს.  თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?  
 
იბრაჰიმ ქალინი:  ფეტულა გიულენის თურქეთში ექსტრადირებისათვის დასასრულებელი სამართლებრივი პროცესი არსებობს. ჩვენ ამ თემაზე გარკვეული პერიოდია ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დოსიე მომზადდა და პირველი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით აშშ-ში გაიგზავნა. უფრო მეტი მტკიცებულების შეკრების შემდეგ, მათ ყველას ამერიკელ უფლებამოსილებს გადავცემთ. ამერიკელი უფლებამოსილები აცხადებენ და ჩვენი მოლოდინიც ესაა, რომ ამ თემას ძალიან სერიოზულად განიხილავენ. სამართლებრივი პროცესის დასრულებს შემდეგ ჩვენი მოლოდინი რა თქმა უნდა, ფეტულა გიულენის ექსტრადირებაა. იურისტების განცხადებით მისი ექსტრადირებისათვის საჭიროზე მეტი მიზეზი არსებობს და ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის ბოლოს შედეგიც ეს იქნება.

კორესპონდენტი: ახლა არმიის რეორგანიზაციაზე საუბრობენ, კონკრეტულად ეს რას ნიშნავს? რა და როგორი ცვლილებები მოხდება?

იბრაჰიმ ქალინი: უპირველეს ყოვლისა დავაფიქსირებთ და გამოვავლენთ არმიაში ფეტულაჰ გულენის მხარდამჭერებს და არმიას მათგან გავწმენდთ, რათა ახალი პუტჩი  არ მოაწყონ. ამის პარალელურად სამხედრო სკოლებიდან და სასწავლებლებიდანაც გავყრით მათ, რადგან, მათი უმრავლესობა სწორედ რომ ფეტულაჰელების პროტექციით იყვნენ შეღწეულნი, გამოცდების დროს კითხვების პასუხებს წინასწარ ურიგებდნენ თავიანთ წევრებს და ასე ახვედრებდნენ მათ სამხედრო სასწავლებლებში. მაგრამ, აქ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, არმიაში მომსახურეთა შორის ფეტულაჰელები ძალიან მცირე რაოდენობას შეადგენენ და ამიტომ, მათზე საუბრისას ლაქა არ უნდა მივაყენოთ მთლიანობაში თურქ სამხედროებს, რომლებიც პირნათლად იხდიან მოვალეობას ქვეყნის და ხალხის წინაშე. მოკლედ, არმია კვლავ ხალხის არმიად რჩება და ფეტულაჰელების მცირე ჯგუფის მცდელობა ვერაფერს დააკლებს მათ ავტორიტეტს. რაც შეეხება ხელისუფლებას და პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც ამავე დროს ქვეყნის მთავარსარდალსაც წარმოადგენს, პუტჩისტების გაწმენდის პროცესს თვით უხელმძღვანელებენ და არმიას კვლავ უსაფრთხოს გახდიან    

კორესპონდენტი:: პუტჩის დროს დაღუპულთა გასვენების ცერემონიაზე და საერთოდ, ანტი პუტჩისტური მიტინგების დროს ხალხი სიკვდილით დასჯის კანონის ახლიდან შემოღებას მოითხოვს, თუმცა ეს მოთხოვნა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის და ევროსაბჭოს პრინციპებთან და წესდებასთან. გამოკითხულთა ერთი ნაწილი კი თანახმაა, ოღონდ თურქეთის უსაფრთხოებას ზარალი არ მიეყენოს და ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზეც უარს ვიტყვითო. და საერთოდ, ამ ბოლო ხანებში თურქების მიდგომა ევროკავშირისადმი გაცივდა. ამ საკითხზე რას გვეტყვით?   

იბრაჰიმ ქალინი: როგორც ცნობილია, ათეულობით წლებია რაც ევროკავშირში გაწევრიანებას ვცდილობთ და უკვე 17 წელია კანდიდატსაც წარმოვადგენთ, 2005 წლიდან კი ზოგ ქვეთავებში მოლაპარაკებებიც დავიწყეთ. მაგრამ, ბრიუსელში ათასგვარ ხელოვნურ ბარიერებს გვიქმნიან, როცა არც ერთი სხვა კანდიდატისათვის იმდენი კრიტერიუმი არ მოუთხოვიათ, რაც თურქეთისათვის. ასე რომ გაწევრიანების პროცესი ძალზედ ნელა მიმდინარეობს. პუტჩის მცდელობამ ხალხს იმედგაცრუება გაუჩინა, რადგან, მათი თვალის წინ დახოცეს პუტჩისტებმა უდანაშაულო ხალხი, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ამავე ხალხის მხრიდან სიკვდილის განაჩენის მოთხოვნა, რადგან, მათი აზრით ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა და ხალხის მკვლელი და პარლამენტის დამბობველი სამხედროები საკადრისად დასჯა. სწორედ აზვირთებული ხალხის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა ერდოღანის პასუხი მიტინგებზე და გასვენებებზე, როცა ამბობდა, რომ თუ პარლამენტი მიიღებს სიკვდილით დასჯის კანონს, მაშინ, იგი ხელს მოაწერს მას. რაც შეეხება ევროკავშირთან ამ საკითხზე დაპირისპირებას, როცა ასეთი პრობლემა გაჩნდება, მასზე იმ დროს ვიზრუნებთ და შევეცდებით მის უმტკივნეულოდ მოგვარებას   

კორესპონდენტი: ხალხის ამ გრძნობების გათვალისწინებით როგორ ფიქრობთ,  ევროკავშირის წევრობის საკითხში რეფერენდუმი უნდა გაიმართოს თუ არა?
 

იბრაჰიმ ქალინი: ამ საკითხზე კამათები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მართლაც და რამდენადაც იწელება თურქეთის გაწევრიანების პროცესი, იმდენად იღლება ორივე მხარე. ევროკავშირი იღლება “გაფართოების გაწელვის პროცესით“, ხოლო თურქეთი კი “სრული გაწევრიანების პროცესის“ გაწელვით. ანკარა ევროკავშირის კრიტერიუმის ფარგლებში ასრულებს მიცემულ დავალებებს, ცვლის კანონებს, ახორციელებს რეფორმებს, მაგრამ, ბრიუსელი ამის პარალელურად ყოველდღიურად ახალ ახალ მოთხოვნებს აყენებს. ასე მოიქცნენ ბოლო შეთანხმების დროსაც, როცა მარტის თვეში მიგრანტების საკითხში შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თურქეთი ხუთი წელია, რაც 3 მილიონამდე სირიელ ლტოლვილს იფარავს და მარტის შემდეგ მათი ევროპისკენ დენაც შეწყდა. ასე მაგალითად, გასულ წელს ყოველდღიურად 6-7 ათასი არალეგალი გადადიოდა ევროპაში, როცა ამ ციფრმა მარტის აქეთ მინიმუმს მიაღწია. ამის საპასუხოდ ბრიუსელს თურქი მოქალაქეებისათვის ივნისის თვიდან ვიზა ლიბერალიზაცია უნდა შემოეღო, მაგრამ, ანკარა კვლავ გააცურეს. ახლა ისევ ახალ მოთხოვნებს უყენებენ, ხან ეს შეასრულე და ხან ისაო. დამატებით თურქეთის ანტიტერორისტულ კანონში ცვლილებაც მოითხოვეს, რაზეც რა თქმა უნდა უარს ამბობს ანკარა, რადგან, ქურთი ტერორისტების ხელით ისევ და ისევ თურქი მოქალაქეები იღუპებიან და არა ევროპელები, ამიტომაც ანკარას უფლება აქვს პოლიციელის, ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოსახლეობის გამანადგურებელი ტერორისტი თვითვე დასაჯოს. ამის ნათელი დასტური კი 15 ივლისის პუტჩიც გახდა და განა ახლა დამნაშავეები არ უნდა დაისაჯონ? მით უმეტეს, რომ ანკარა ერთის მხრივ პკკ-ას ებრძვის, ხოლო მეორეს მხრივ ისლამურ სახელმწიფოს და ამ ორმა ტერ ორგანიზაციამ დღემდე ასობით თურქი გამოასალმა სიცოცხლეს. ახლა მათ გულენის ტერ ორგანიზაციაც მიემატათ  და ამიტომ ანკარა იძულებულია მათ წინააღმდეგ ეფექტური ზომები მიიღოს, თორემ, ევროკავშირზე რომ იყოს, მას უნდა რომ ტერორისტები დაუსჯელად დარჩნენ, ანდა მსუბუქად დაისაჯონ. ჩვენ ველით რომ ბრიუსელიც და მსოფლიოც გაგებით მიუდგება ანკარის უარს ანტიტერორისტული კანონში რაიმე სახის შესწორების შეტანის საკითხში     

კორესპონდენტი:: მომავალში პუტჩის თავიდან აცილების მიზნით ანკარის მხრიდან გადადგმულ ზოგიერთ ნაბიჯზე ისაუბრეთ. სხვა რანაირ ანტი პუტჩისტურ ზომებს მიიღებთ, თანაც იმ დროს, როცა თქვენი საგარეო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება რუსეთთან და ისრაელთან ახლიდან დაახლოების ფონზე, განა ეს ახალ პრობლემებს არ წარმოგიქმნით ევროკავშირთან და ამერიკასთან?  

იბრაჰიმ ქალინი: არა რა თქმა უნდა. შეიძლება ზოგიერთ საკითხში უთანხმოება მოგვივიდეს, მაგრამ, მათ აუცილებლად მოვაგვარებთ. ყველამ იცის, თუ რა პრობლემები გვქონდა ისრაელთან მავი მარამარას და რუსეთთან კი მათი გამანადგურებლის ჩამოგდების გამო, მაგრამ, ეს ყველაფერი უკან დარჩა და ამჟამად ჩვენ ორივე სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობები აღვადგინეთ. თუმცა ეს არ კმარა და უფრო მაღალ დონეზე გვინდა გადავიყვანოთ ეს ურთიერთობები, რისთვისაც არ დავიშურებთ არავითარ ძალისხმევას. მაგრამ, სანამ ჩვენს რეგიონში, უფრო კონკრეტულად კი სირიაში და ერაყში შიდა ომები მიმდინარეობს და არა სტაბილურობები გრძელდება, მანამდის რეგიონის მთლიან უსაფრთხოებაზე საუბარი ნაადრევი იქნება. ამ ქვეყნების პრობლემების მოგვარებაში კი მონაწილეობა უნდა მიიღონ რეგიონის ქვეყნებმაც და მსოფლიო საზოგადოებრიობამაც. თუმცა, ჩვენ თურქებს, ამჟამად ჩვენი უსაფრთხოება უფრო გვაღელვებს, რადგან, ერთდროულად რამდენიმე ტერ ორგანიზაციას ვებრძვით, რასაც ახლა პუტჩისტების პრობლემაც დაემატა. აქედან გამომდინარე გაგებას და ახლო თანამშრომლობას ველით ამ საკითხებში მეზობლებისგანაც, მოკავშირეებისგანაც და რეგიონის ქვეყნებისგანაც

კორესპონდენტი:: თქვენ უკვე 30 წამიღა დაგრჩათ, რა მესიჯი გინდათ გაავრცელოთ ამ მცირე დროში?

იბრაჰიმ ქალინი: თურქმა ხალხმა მუხანათური პუტჩის მოგერიების დროს უდიდესი სიმამაცე და გმირობა გამოიჩინა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ თურქ ხალხსაც და მსოფლიო საზოგადოებრიობასაც, რადგან, ისინი დემოკრატიის გვერდზე დადგნენ. ჩვენ ამის მერეც გავაგრძელებთ წინსვლას დემოკრატიის, სამართლის, თავისუფლებების და სხვა ფუნდამენტური უფლებების გაფართოება-განმტკიცების გზაზე



მსგავსი ინფორმაციები