ნუმან ქურთულუში საგანგებო მდგომარეობა

საგანგებო მდგომარეობა მიმართულია, არა ერის, არამედ სახელმწიფოში შეჟონილი ტერორისტული სტრუქტურის წინააღმდეგ

534584
ნუმან ქურთულუში საგანგებო მდგომარეობა

ვიცე-პრემიერის და მთავრობის წარმომადგენელის ნუმან ქურთულუშის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, არ მოხდება ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უგულებელყოფა.

მან, საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სამაუწყებლო ორგანიზაციების ანკარის წარმომადგენლებთან. აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა მიმართულია, არა ერის, არამედ სახელმწიფოში შეჟონილი ტერორისტული სტრუქტურის წინააღმდეგ. მიზნად ისახავს სახელმწიფო გადატრიალების დამნაშავეებთან დაკავშირებით  სამუშაოების სწრაფად წარმართვას. შესაძლებელია მისი გაუქმება ერთ, ანდა, ერთ თვე ნახევარში. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, რომლის დროსაც გადავადებულ იქნება ევროპის ადამიანის უფლებების კონვენცია, (AİHS) არ არის გათვალისწინებული ქუჩაში გასვლის აკრძალვა, თავისუფალი ბაზრის მოქმედების კანონებში არ იქნება მცირედი შეფერხება. ისიც გამოკვეთა, რომ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით გრძელდება სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაციასთან ბრძოლა სამხრეთ აღმოსავლეთში.

ოპერაციების შემდეგ, ხელახლა დღის წესრიგში მდგარი რუსული თვითმფრინავის, 24 ნოემბერს ჩამოგდებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად, ქურთულუშმა, გამოთქვა ვარაუდი შემდეგში სხვა საკითხების წარმოქმნის შესახებ და საჭიროდ მიიჩნია თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების გატარება .  

აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარიზაციაში არ შეინიშნება რეგისტრირებული ტრანსპორტის დანაკარგი, მაგრამ არის გაქცეული პერსონალი, ასევე არ არის გათვალისწინებული მომავალი თვის უმაღლესი სამხედრო საბჭოს გადადება და იმავე პერიოდში იმუშავებს ეროვნული მეჯლისიც.



მსგავსი ინფორმაციები