ერდოღანი რეპორტაჟი El Cezire

ერდოღანმა 15 ივლისის ღამეს, ტერ-ორგანიზაცია FETÖ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ რეპორტაჟი მისცა El Cezire-ს ტელევიზიას

533808
ერდოღანი რეპორტაჟი El Cezire

პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა 15 ივლისის ღამეს, ტერ-ორგანიზაცია FETÖ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ რეპორტაჟი მისცა El Cezire-ს ტელევიზიას და აღნიშნა, რომ ინციდენტის შესახებ, პირველად თავის ერთ-ერთი ნათესავისგან შეიტყო, მაგრამ არ დაიჯერა.

შემდეგ, ინფორმაციები მიიღო დაზვერვის სამსახურიდან და სხვა წყაროებიდან. რა თქმა უნდა მყისვე დაიწყეს სათანადო ღონისძიებების გატარება.  უპ. ყოვლისა თურქ ხალხს მოუწოდა დაეპატრონონ დემოკრატიას, რის შემდეგაც ათი ათასობით ადამიანი გამოეფინა ქუჩებში და წინ აღუდგნენ თურქეთის შეიარაღებულ ჯგუფში ჩაბუდებული ერთი ჯგუფის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ იმ საღამოს ხალხმა ისეთი ერთობა გამოიჩინა, რომლის მსგავსი მაგალითი სხვა არ არსებობს და დაამატა, რომ სანამ ხალხს ერთმანეთისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული ტანკები ვერაფერს მიაღწევენ.

მისივე თქმით, თურქეთში კანონის უზენაესობა არსებობს, სასამართლო თავის მოვალეობას ასრულებს, გადატრიალების მცდელობა დანაშაულია და ამ დანაშაულის ჩამდენებმა საჭიროა სასჯელი მოიხადონ. სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კი მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ის თავად არ იღებეს.  

მისი თქმით, „ხალხმა ეს მოთხოვნა წამოაყენა.მაგრამ ის, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისია. მე ვთქი, რომ თუ იგი ჩამთან მოვა, მე მას დავამტკიცებ. მსოფლიო მხოლოდ ევროკავშირისგან არ შედგება. აშშ-ში, რუსეთში, ჩინეთშიც არის სიკვილით დასჯა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია.“

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფეტოს ლიდერის ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციისათვის ყველა დოკუმენტაცია აშშ-ში გააგზავნეს და ამერიკის სასამართლოების გადაწყვეტილებას ელოდებიან. მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა გადატრიალების მცდელობის მხარდამჭერი სხვა ქვეყნები არსებობდნენ.

ერთ-ერთ შეკითხვაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ 24 ნოემბერს რუსული თვითმფრინავის ჩამომგდები 2 პილოტი დაკავებულია და დაამატა: „ამ პილოტებს შესაძლოა პენსილვანიასთან კავშირი ჰქონდეს. მაგრამ ამას სასამართლო გამოავლენს. ჩვენ ხელთ რუსულ თვითმფრინავთან ან იმ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გვაქვს.“  პრეზიდენტმა შეკითხვაზე ღელავს თუ არა მის სიცოცხლესთან დაკავშიირებით განაცხადა, რომ ამაზე არ ღელავს.



მსგავსი ინფორმაციები