ქალინის თქმით არავითარი ტანკი ან ვერტმფრენი არ დაკარგულა

“ამერიკა გულენს მფარველობს?!“

532882
ქალინის თქმით არავითარი ტანკი ან ვერტმფრენი არ დაკარგულა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა ერთ ერთი კერძო ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში უარყო გავრცელებული ინფორმაციები, თითქოსდა 15 ივლისის პუტჩის შემდეგ რამდენიმე ტანკი და ვერტმფრენი დაკარგულიყოს და მას დეზინფორმაცია უწოდა.

მისივე თქმით არმიის გაწმენდა ფეტოელებისგან და მათი დაკავება ან სამსახურიდან დათხოვნა რაიმე ზეგავლენას ან საფრთხეს არ შეუქმნის ანტიტერორისტულ ბრძოლას და ანკარა კვლავ გააგრძელებს მკაცრ ბრძოლას როგორც PKK-ს, ასევე DEAŞ-ის წინააღმდეგაც.

მანვე უპასუხა რა კითხვას ამერიკის მხრიდან ფეტულაჰ გულენის დაბრუნება-არ დაბრუნების თაობაზე, თქვა რომ, თუ ვაშინგტონი არ მოახდენს მის ექსტრადაციას, მაშინ, ანკარა იფიქრებს, რომ ამერიკა მფარველობს და თავისი ინტერესებისთვის იყენებს მას.

“სამხედრო გადატრიალების მცდელობა გამოიჩინა არმიაში მომსახურე პატარა ბანდიტურმა დაჯგუფებამ და ამიტომ ეს ფაქტი რაიმე უსაფრთხოებას ვერ შეუქმნის თურქეთის თავდაცვას“, აღნიშნა ქალინმა



მსგავსი ინფორმაციები