გულენის აშშ-დან ექსტრადაციის კანონიერი დაბრკოლება მოხსნილია

ანკარის მთავარმა პროკურატურამ ტერ-ორგანიზაცია FETÖ/PDY მთავარი ეჭვმიტანილის შესახებ მომზადებული სარჩელი ამერიკის შესაბამის სტრუქტურებს უკვე გადაუგზავნა

532115
გულენის აშშ-დან ექსტრადაციის კანონიერი დაბრკოლება მოხსნილია

აშშ-ს და თურქეთს შორის დამნაშავეების ექსტრადაციასთან დაკავშრებით გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია: „ქვეყნის მეთაური ან კიდევ მთავრობის და მათი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ნებისმიერი  სახის დანაშაულის ჩადენის მცდელობა დანაშაულად ითვლება.“ თურქეთი სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მოითხოვს ფეთხულლაჰის თურქ სამართალდამცველებზე გადაცემას.  პრემიერმა ბინალი ილდირიმმა დღევანდელი მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში როდესაც ერთ-ერთი დაჯგუფების წევრები და მათზე მითითებების მიმცემი არსებობს და ჩვენი მოკავშირეები ჩვენ კიდევ მოგვიწოდებენ, რომ მტკიცებულება გვიჩვენეთო ეს ჩვენთვის გულდასაწყვეტია. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი პარტნიორობის საკითხი ხელმეორედ განხილვას შეიძლება საჭიროებდეს. ყველაფრის მიუხედავად ჩვენი იუსტიციის სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს ატარებს.“

ზემოთ ხსენებული ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის 1979 წლის ივნის გაფორმდა და 1981 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოხდეს გიულენის ექსტრადაცია. დღემდე გიულენი ყოველთვის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა, მაგრამ 15 ივლისის განუხორციელებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ  ამერიკის მხარეს და თვით ჯგუფის ლიდერს არანაირის თქმის უფლება არ აქვს.  ანკარის მთავარმა პროკურატურამ ტერ-ორგანიზაცია FETÖ/PDY მთავარი ეჭვმიტანილის შესახებ მომზადებული სარჩელი ამერიკის შესაბამის სტრუქტურებს უკვე გადაუგზავნა.  



მსგავსი ინფორმაციები