TBMM საერთო დეკლარაციის ტექსტი

ისმაილ ქაჰრამანის მხრიდან, წაკითხულ იქნა ოთხი პარტიის ერთობლივად მიღებული დეკლარაციის ტექსტი

530941
TBMM საერთო დეკლარაციის ტექსტი

TBMM საერთო დეკლარაციის ტექსტი

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალური ასამბლეის სხდომაზე, თავჯდომარის ისმაილ ქაჰრამანის მხრიდან, წაკითხულ იქნა ოთხი პარტიის ერთობლივად მიღებული დეკლარაციის ტექსტი.

მასში ნათქვამია:-„ჩვენ, სამართლიანობა განვითარების პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის, ნაციონალური მოძრაობის და ხალხთა დემოკრატიული პარტიების ჯგუფები, მწვავედ ვგმობთ ჩვენი ძვირფასი ხალხის, ეროვნული ნებისყოფის, სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი, ეროვნული ნებისყოფის წარმომადგენელი ერის რწმუნებულების და  ვეტერანთა მეჯლისის მიმართ, 15 ივლისის ღამეს დაწყებულ და 16 ივლისის დილით განმუხტულ გადატრიალების მცდელობას და საკრებულოზე თავდასხმას.

ერი წინ აღუდგა ამბოხებას და გზა გადაუღობა სისხლიანი გადატრიალების მცდელობას. თურქეთის რესპუბლიკის, მისი ორგანიზაციების, სიცოცხლის ფასად დამცველი ძვირფასი ერი, ყველანაირი ქება დიდების ღირსია.

მადლობას ვუხდით იმ პირებს, რომლებმაც ამ გზაზე გმირულად გასწირეს თავი. მათ არასდროს დაივიწყებენ.

თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა, როგორც ამ ძვირფასი და  გმირი ასამბლეის წარმომადგენელმა, ერის მინიჭებული ძალაუფლების გამოყენებით, ბომბების და ტყვიების ქვეშ შეასრულა რა თავის მოვალეობა, კიდევ ერთხელ აჩვენა ერისადმი თავის ერთგულება.  ერის მეჯლისმა ერთნაირი სულისკვეთებით და გამბედაობით გამოაჩინა ამ გადატრიალების წინააღმდეგ თავისი ღირსეული პოზიცია.

მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული მეჯლისის სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამოჩენილი მტკიცე გადაწყვეტილება დემოკრატიის განვითარების გზაზე.

ყველამ უნდა იცოდეს, როგორც დღეს, ერის, მისი ნებისყოფის, ვეტერანთა საკრებულოსადმი მიმართული ყველანაირი მცდელობას წინ გადაუდგება მეჯლისის რკინის ნებისყოფა.  TBMM, გააგრძელებს  ერის ურყევი დემოკრატიის რწმენის ასახვას. გადატრიალების წინააღმდეგ, მეჯლისის ყველა პოლიტიკური პარტიის დაჯგუფების საერთო დამოკიდებულება, საერთო ენის გამონახვით წინ აღდგომა ისტორიაში ჩაიწერება. უფრო გააძლიერებს ეროვნულ ნებისყოფას და ერს. მეჯლისი თავის ადგილზეა და  ერის, მისი ჰეგემონობის მიმართ თავდასხმის განხორციელების მცდელებს, კანონის ფარგლებში მიუზღვევს სათანადო პასუხს.

ეს ერთობლივი შეტყობინება კონკრეტული მაგალითია იმისა, რომ თურქეთში არ იქნება არაფერი უწინდელივით. სხვადასხვა გვარი მოსაზრებების მიუხედავად, ეს ოთხი პარტია თავისი ერის რწმუნებულებით, ორგანიზაციებით, მხარს უჭერენ ერის ნებისყოფას და ეპატრონებიან მას. ეს ასე იქნება ამის შემდეგაც. სჯეროდეს ერს.  ხალხს კი სთხოვენ, რომ შორს დადგნენ დემოკრატიის გადამეტებული და ქვეყნისთვის მიუღებელი მცდელობებისგან.  პატივისცემას გამოთქვამენ  და ხსოვნით მოიხსენებენ დაღუპულებს, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ დაჭრილებს.

ესალმებიან თურქეთისთვის მხარდამჭერი მესიჯების გამომგზავნ ყველა მოძმე და მეგობარ სახელმწიფოს.

ხელმოწერა:

·         თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდოამრე ისმაილ ქაჰრამანი

·         სამართლიანობის და განვითარების პარტიის  ჯგუფის თავმჯდომარე ბინალი ილდირიმი

·         რესპუბლიკური სახალხო პარტიის ჯგუფის თავჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლი

·         ნაციონალური მოძრაობის პარტიის ჯგუფის თავჯდომარე დევლეთ ბაჰჩელი

·         ხალხთა დემოკრატიული პარტიის ჯგუფის თავჯდომარის რწმუნებული იდრის ბალუქენი

 



მსგავსი ინფორმაციები