ანკარაც აღშფოთებით შეხვდა ნიცეს ტერაქტს

“ტერორს არ გაჩნია არც რელიგია, არც მრწამსი, არც ეროვნება, არც რასა“

529815
ანკარაც აღშფოთებით შეხვდა ნიცეს ტერაქტს

ნიცეში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეს არის არა ადამიანური თავდასხმა თავისუფლებისა და დემოკრატიის აღმნიშვნელი ზეიმის მონაწილეებზე და მკაცრად და დაუნდობლად გმობს მას.

“ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო. ტერორს არ გაჩნია არც რელიგია, არც მრწამსი, არც ეროვნება, არც რასა და მას ჩადიან გულით და სულით არა ადამიანები. ასე რომ, ტერორის სამიზნე შეიძლება გახდეს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა და ქალაქი, რადგან ტერორისტებისათვის მთავარია სისხლის დაღვრა, ხოლო თუ სად, ამას მათთვის მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც დიდ ტკივილს განიცდის ტერორისგან და ამიტომ კარგად ესმის ფრანგი ხალხის“, აღნიშნავს ერდოღანი.

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ფრანგულ ენაზე გაავრცელა ოფიციალური განცხადება და მასში აღნიშნა, რომ ეს არის კაცობრიობისადმი მიმართული დანაშაული. მან სამძიმარი გამოუცხადა ფრანგ ხალხს, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ევროკავშირთან ინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმა ნიცეს ტერაქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული მესიჯით დაგმო და ხაზი გაუსვა, რომ ტერორი, სადაც და რა მიზნითაც არ უნდა განხორციელდეს, შეუწყალებელია, იგი არ ინდობს არც დიდებს და არც პატარებს, ამიტომაც კაცობრიობას მის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთად დგომა მართებს.

ფინანსთა მინისტრმა ნაჯი აღბალმა მიუსამძიმრა რა ფრანგ ხალხს, ისურვა, რომ ასეთი სისხლიანი ტერაქტი აღარ განმეორებულიყოს



მსგავსი ინფორმაციები