პარიზი, ლონდონი და ბერლინი რაოდენ უსაფრთხოცაა ისეთივე უსაფრთხოა ანკარაც

ანკარაში ამერიკის დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

528978
პარიზი, ლონდონი და ბერლინი რაოდენ უსაფრთხოცაა ისეთივე უსაფრთხოა ანკარაც

თურქეთის ევროინტეგრაციის მინისტრმა, ომერ ჩელიქმა გუშინ ანკარაში, აშშ-ს საელჩოს მხრიდან გამართულ ამერიკის დამოუკიდებლობის წლისთავთან დაკავშრებით გამართულ მიღებას დაესწრო. ჩელიქმა მიღების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და საფრანგეთის საელჩოს მხრიდან დღეს გასამართი მიღების გაუქმებას გამოეხმაურა რა,  განაცხადა, რომ პარიზი, ლონდონი და ბერლინი რაოდენ უსაფრთხოცაა, ისეთივე უსაფრთხოა ანკარაც. „დღესდღეობით არსებული გლობალური ტერორი არამხოლოდ თურქეთს უქმნის საშიშროებას, არამედ მთელს მსოფლიოს და ამისათვის ერთად მოქმედებაა საჭირო,“ დასძინა ჩელიქმა. მისივე თქმით ტერორის დამარცხებისათვის მის  წინააღმდეგ ფიზიკურ ბრძოლასთან ერთად, იდეოლოგიური ბრძოლაცაა საჭირო და ამისათვის ტერორიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის  ღონისძიებების გამართვას ნება არ უნდა მიეცეს. მინისტრმა სევე თურქეთ-აშშ-ს შესახებაც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამიტომ დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენებთან დაკავშირებით თანამშრომლობას როგორც დღეს, სამომავლოდაც გააგრძელებენ და ეს ასეც უნდა იყოს.  



მსგავსი ინფორმაციები