ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს ბაირამი მიულოცა

ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს ბაირამი მიულოცა

524116
ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს ბაირამი მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზს,  ერაყის პრეზიდენტ ფუად მასუმს, ბოსნია ჰერცოგოვინის  საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარეს ბაქირ იზეთბეგოვიჩს და სხვა ქვეყნების ლიდერებს ტელეფონით რამაზან ბაირამი მიულოცა. ერდოღანმა ერაყის პრეზიდენტს და არაბეთის მეფეს მათ ქვეყნებში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო სამძიმარიც გამოუცხადა. მეორეს მხრივ გაეროს გენერალურმა მდივანმა  ბან კი მუნმა პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონზე დაუკავშირდა და სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, მას და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებით ერდოღანს   პაკისტანის პენჯაბის პროვინციის პრემიერმინისტრმა  მუჰამედ შაჰბაზ შერიფმაც დაურეკა და მიუსამძიმრა რა, გარდაცვლილებს ღმერთის წყალობა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.     



მსგავსი ინფორმაციები