სტამბოლის ტერაქტს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიო გამოეხმაურა

ფაქტს ენრიკე იგლესიასიც გამოეხმაურა

520433
სტამბოლის ტერაქტს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიო გამოეხმაურა

სტამბოლის ტერაქტს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიო გამოეხმაურა

გუშინ, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსების, ბიზნესმენების და ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიოც გამოეხმაურა. ვერაგული თავდასხმის შემდეგ თურქეთის მხარდამჭერი მესიჯები გავრცელდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარი დაგმო და თურქეთს და თურქ ხალხს მომხდარი მიუსამძიმრა რა, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად მოქმედებისკენ მოუწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი გავრცელებულ მესიჯში განაცხადა: „უმოწყალო თავდასხმას მკაცრად ვგმობ. დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების გამო.“  მომხდარს ასევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსიც და თურქ ხალხს თანადგომა აღუთქვა.

იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენზი სოციალური ქსელით გამოეხმაურა გუშინდელ ფაქტს და თურქ ხალხს მიუსამძიმრა რა თანადგომა აღუთქვა.  სტამბოლის ტერაქტის შემდეგ საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზმაც პრეზიდენტ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მომხდარს ასევე  ირანიც გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯევად ზარიფმა სოციალურ ქსელში მესიჯი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა:  „ტერორმა კიდევ ერთხელ აჩვენა ნამდვილი სახე, ძალადობა მსოფლიოს საშიშროებაა   და მის წინააღმდეგ ერთად ბრძოლა გვესაჭიროება.“ ამ ფაქტს  გამოეხმაურა ასევე აშშ-ც და წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ პოლ რაენმა თავის მესიჯში აღნიშნა: „ტერორიზმი წარმატებას ვერასდროს ვერ მიაღწევს. ამ ვერაგული თავდასხმის წინააღმდეგ ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით ვართ.“

ფაქტს მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერალი    ენრიკე იგლესიასიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში „შენს გვერდით ვარ სტამბულო“, გამოაქვეყნა.    



მსგავსი ინფორმაციები