ერდოღანმა დაგმო სტამბოლის ტერაქტი

“ტერორისტების სამიზნე ცივილიზებული კაცობრიობაა“

520391
ერდოღანმა დაგმო სტამბოლის ტერაქტი

ერდოღანმა სტამბოლში წუხელ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ტერ ორგანიზაციებისთვის სულ ერთია, რომელ ქალაქში მოაწყობენ ტერაქტებს, ლონდონში, ანკარაში, ბერლინში, იზმირში, ჩიკაგოში თუ სხვაგან, ამიტომაც ყველა სახელმწიფო ერთობლივად უნდა შეებრძოლოს მას.

“ეს ტერაქტი რაიმე შედეგის მისაღწევად კი არ არის განხორციელებული, არამედ მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების სისხლისა და ტანჯვის ხარჯზე მსოფლიოში ანტი თურქული პროპაგანდის გაწევას ემსახურება, აღნიშნა ერდოღანმა

მანვე კიდევ ერთხელ დაგმო ტერაქტი და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერორს არ გააჩნია არც რწმენა, არც ეროვნება და იგი არც მსხვერპლს ირჩევს, რადგან მისთვის მთავარია სისხლის დაღვრა, ამიტომაც დიდი მსხვერპლის მიუხედავად ბოლომდის გააგრძელებენ ანტიტერორისტულ ბრძოლას.

“სტამბოლში მომხდარი აფეთქება მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოში და ნებისმიერ ქალაქშიც შეიძლება მომხდარიყო, რადგან ტერორისტების სამიზნე მთელი ცივილიზებული კაცობრიობაა, ამიტომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა ერთობლივად უნდა აღსდგეს რა, დაე სტამბოლის ეს აფეთქება გახდეს ათვლის წერტილი“, ხაზი გაუსვა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები