აფეთქებას სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 28 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის გუბერნატორის, ვასიპ შაჰინის, განცხადებით აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა

520265
აფეთქებას სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 28 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქებას სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 28 ადამიანი ემსხვერპლა. 

სტამბოლის გუბერნატორის, ვასიპ შაჰინის, განცხადებით აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა.

მისივე თქმით, ვარაუდობენ, რომ აეროპორტში სამმა ტერორისტმა სამ სხადასხვა ადგილზე მოაწყო ტერაქტი.

პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში მომხდარი აფეთქების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს ეფკან ალას და სტამბოლის მერს ვასიპ შაჰინს ტელეფონით დაუკავშირდან და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

ილდირიმმა აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიზისი ცენტრის გახსნის მითითება გასცა. 

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმთან, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ ჰულუსი აქართან და ზოგიერთ მინისტრთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც პრემიერი რამდენიმე მინისტრთან ერთად სტამბოლში გაემგზავრა.

საერთაშორისო ტერმინალში მომხდარი თავდასხმის შემდეგ აეროპორტში დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების მანქანა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი გაიგზავნა. 

მომხდარის შემდეგ ათათურქის აეროპორტი დაიხურა.



მსგავსი ინფორმაციები