პრემიერი თურქ ელჩებს შეხვდა

მან დღის წესრიგი შეაფასა

519835
პრემიერი თურქ ელჩებს შეხვდა

პრემიერი ილდირიმი თავისი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ იფთარზე შეხვდა თურქეთის უცხოეთში აკრედიტირებულ ელჩებს და ისრაელთან მიღწეული შეთანხმების შეფასებისას თქვა, რომ ამით ახალი ერა დაიწყება ორივე ქვეყნის ურთიერთობებში და იგი კვლავ მეგობრულ დონეზე ავა.

მანვე კიდევ ერთხელ მოიგონა 2010 წლის 31 მაისს ჰუმანიტარულ გემ მავი მარმარაზე ისრაელის სპეცნაწილების მხრიდან მოკლული თურქი აქტივისტების სულები და აღნიშნა, რომ ანკარა ყოველთვის იდგა და იდგმება სამართლიანობის გვერდით, ეს იქნება ღაზაში, მიანმარში, სუდანში, სირიაში თუ სხვაგან.

“ანკარა სირიის კრიზისის მოგვარების საკითხში მხარს უჭერს 2012 წლის 30 ივნისს ჟენევაში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ცხოვრებაში რომ გატარებულიყო უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა და ქვეყანაც უფრო ნაკლებად დაზარალდებოდა“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ სამწუხაროდ ეს რეზოლუცია ბეშარ ესადის მმართველობის პერიოდში ვერ მოხდება, რის გამოც მან უნდა დასტოვოს პოლიტიკური ასპარეზი.

იგი შეეხო გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც ამჟამად მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტ, 3 მილიონამდე ლტოლვილს თურქეთი იფარავს, თანაც წლების განმავლობაში თავისი სახსრებით ინახავს მათ, როცა ევროპელები კარებს უხურავენ და არ უშვებენ არც სირიელებს და არც სხვა ქვეყნის მიგრანტებს. “დროა ამ ლტოლვილთა ხარჯები დასავლეთმაც იკისროს და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობები“, ხაზი გაუსვა პრემიერმა.

ერაყზე საუბრისას კი მან მხარი დაუჭირა მის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთიანობას რა, აღნიშნა, რომ ანკარა ყველანაირ დახმარებას გაუწევს ბაღდადს, რათა მან მის ტერიტორიაზე მოქმედი ისეთი ტერ ორგანიზაციები, როგორებიც არიან DEAŞ, PKK და PYD, ბოლო მოუღოს.

ილდირიმმა მიუღებელი უწოდა გერმანიის ფედერალური პარლამენტის მხრიდან 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას და ხაზი გაუსვა, რომ ცრუ და საფუძველმოკლებული ამ ბრალდების შეფასება ისტორიკოსების საქმეა და არა პარლამენტარების.

პრემიერი ბოლოს აშშ-ში მიმდინარე წინა საარჩევნო კამპანიასაც შეეხო და ტრამპის მხრიდან ისლამოფიური და სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო შეშფოთება გამოთქვა  



მსგავსი ინფორმაციები