თურქეთის ავიაციაც ებრძვის ტერორისტებს

შეჰიდი გახდა 1 ჯარისკაცი

518075
თურქეთის ავიაციაც ებრძვის ტერორისტებს

თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით თურქეთის გამანადგურებლებმა ქვეყნის შიგნით, კონკრეტულად კი ქარსისი, შირნაკის და ჰაქქარის ოლქებში განხორციელებული ოპერაციის დროს პკკ-ას კუთვნილი 11 ობიექტი, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი, კონკრეტულად ჰაქურქის მაღალმთიანეთში 2 სამიზნე გაანადგურეს.

ამავე ცნობით თურქმა არტილერისტებმა სირიის ჩრდილოეთში არსებული ისლამური სახელმწიფოს კუთვნილ 31 ობიექტთან ერთად დეაშის 8 წევრიც გაანადგურეს.

ახლახან მიღებული ცნობით კი ქურთი ტერორისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ადიამანის ოლქის ბოღაზოზის დასახლებაში 1 ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს რა, ექიმების მცდელობებმა ნაყოფი არ გამოიღო და იგი შეჰიდი გახდა



მსგავსი ინფორმაციები