ერდოღანმა საგარეო ეკონომიკის ურთიერთობების საბჭოს წევრებს და ელჩებს იფთარზე უმასპინძლა

ერდოღანმა საგარეო ეკონომიკის ურთიერთობების საბჭოს წევრებს და ელჩებს იფთარზე უმასპინძლა

511938
ერდოღანმა საგარეო ეკონომიკის ურთიერთობების საბჭოს წევრებს და ელჩებს იფთარზე უმასპინძლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში იფთარზე ე.ი სამარხო ვახშამზე, ქვეყნის საგარეო ეკონომიკის ურთიერთობების საბჭოს წევრებს და ელჩებს  უმასპინძლა, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის ელჩი ანკარაში, ანდრეი კარლოვი. იფთარზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ყურადღება ტერორისტულ ქმედებებზე გაამახვილა  და აღნიშნა, რომ თურქეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, პაკისტანში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში მომხდარი ტერაქტების შედეგად მრავალი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. მან ასევე დასძინა, რომ ძალადობა ვის მიმართაც არ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთად დგომით აღმოიფხვრება. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას მიგრაციის პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა,  ადამიანური პრობლემების მოგვარება და საცხოვრებლად საუკეთესო პირობების შექმნა, მხოლოდ ერთობლივი მოქმედებებითაა შესაძლებელი და არა პირადი ინტერესების განხორციელებით. პრეზიდენტმა ასევე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ში  ფლორიდის შტატში მომხდარ თავდასხმაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ობამასთან სატელეფონო საუბარი გამართა და მათ მომხდარი ერთიანად დაგმეს. ერდოღანმა გუშინდელ იფთრის პროგრამაზე თურქეთის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ყველა მეზობელთან უკეთესი მომავლის აღმშენებლობისთვის   ყველასთან თანამშრომლობისთვის  მზად არიან.



მსგავსი ინფორმაციები