კურთულმუში ანკარელ ჟურნალისტებს იფთარზე შეხვდა

მანაც რუსეთის მიმართ დადებითი მესიჯი გაავრცელა

511088
კურთულმუში ანკარელ ჟურნალისტებს იფთარზე შეხვდა

ვიცე-პრემიერი და მთავრობის პრეს წარმომადგენელი ნუმან კურთულმუში ანკარელ ჟურნალისტებს იფთარზე შეხვდა და შეფასება მისცა რა რუსეთთან ურთიერთობების გაცივებას, თქვა, რომ გასული წლის 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული გამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცის რამდენჯერმე დარღვევისა და გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდეს, რამაც ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია და ანკარა მას შემდეგ ცდილობს ამ ურთიერთობების დათბობას.

მისი თქმით სწორედ ამას ემსახურებოდა რუსეთის ეროვნულ დღეს, 12 ივნისს პრეზიდენტ ერდოღანისა და პრემიერ ილდირიმის მხრიდან თავიანთი რუსი კოლეგების, პუტინისა და მედვედევისადმი გაგზავნილი მისალოცი მესიჯები, რომლებშიც თურქი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს ხანებში ურთიერთობები ახლიდან აღდგება და იგი კვლავ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.

“იმედი მაქვს, რომ მსგავსი დადებითი ნაბიჯები გადაიდგმება რუსეთის მხრიდანაც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს და ანკარა-მოსკოვს შორის ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს და არც ერთ საკითხში არ გააჩნდეთ უთანხმოება. ჩვენს შორის ყველაზე დიდი უთანხმოება სირიის საკითხშია, მაგრამ, ორმხრივი მცდელობებით ამ საკითხშიც ერთნაირ პოზიციაზე შეიძლება დადგომა“, განაცხადა კურთულმუშმა.

მისივე თქმით რუსეთ-თურქეთს ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები გააჩნიათ და მათი მოშლა დააზარალებს ორივე ქვეყანას



მსგავსი ინფორმაციები