სტამბოლის პროექტები დროულად ხორციელდება

მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი 2018 წლის 26 თებერვალს გაიხსნება

509108
სტამბოლის პროექტები დროულად ხორციელდება

გუშინ თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი  სტამბოლში ბაქირქოი-ბაჰჩელიევლერ-ქირაზლის მეტროს პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს დაესწრო და  სიტყვით გამოსვლისას, სტამბოლში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.  მან აღნიშნა, რომ ევროპა და აზია ჯერ მარმარაის რომელიც ბოსფორის სრუტეზე წყლის ქვეშიდან გადის, სარკინიგზო გზით დააკავშირეს ერთმანეთს და ახლა „ევრაზიის გვირაბი“-ს პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 20 დეკემბერს უნდა გაიხსნას, საავტომობილო გზით უნდა დააკავშირონ ერთმანეთს. მისივე თქმით ასევე ბოსფორის სრუტეზე აშენებული მეამე იავუზ სულთან მეჰმედის სახელობის ხიდი რომელზეც,  როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო გზაც უნდა გავიდეს, 26 აგვისტოს უნდა გაიხსნას. ილდირიმმა გუშინ იზმირ-სტამბოლის დამაკავშირებელ გზაზე და მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აეროპორტს 2018 წლის 26 თებერვალს გახსნიან. პრემიერის თქმით ის პროექტები, რომლებსაც სტამბოლის  შიგნით ახორციელებენ ქალაქს საცობებისგან საგრძნობლად განტვირთავს.



მსგავსი ინფორმაციები