სილოპში ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს

დაიღუპა 4 სამოქალაქო პირი

500781
სილოპში ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს

თურქული საინფორმაციო წყაროების ცნობით, შირნაკის ოლქის სილოპის რაიონში გუშინ საღამოს მოპატრულე ჯავშანტრანსპორტიორის ხალხმრავალ პროსპექტზე გავლისას ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი 4 წლის ბავშვი, 23 კი დაიჭრა და მათ შორის 5 პოლიციელია და ერთიც 6 თვის ბავშვი.

ამავე ცნობით დიდი მატერიალური ზარალი მიეყენა ახლო მდებარე კორპუსებს და ავტომანქანებს. აფეთქების შემდეგ თურქმა ძალოვანებმა ტერორისტების გაუვნებელყოფის მიზნით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს.

ახლახან მიღებული ცნობით კი გუშინ საღამოს ჰაქქარის ოლქის შირნაკის რაიონში დაჭრილი 1 ჯარისკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა



მსგავსი ინფორმაციები