ერდოღანი და ილდირიმი იზმირში ჩავიდნენ

ისინი სამხედრო წვრთნას დაესწრებიან

501139
ერდოღანი და ილდირიმი იზმირში ჩავიდნენ

პრეზიდენტი ერდოღანი და პრემიერი ილდირიმი ქალაქ იზმირში ჩავიდნენ, სადაც ისინი  Efes 2016 სახელწოდების სამხედრო წვრთნას დაესწრებიან.

მათ იზმირის ადნან მენდერესის სახელობის აეროპორტში მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები დახვდნენ და აქ წარმოთქმულ სიტყვაში ერდოღანმა თქვა, რომ ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ა და მათი განშტოებები განადგურების პირას არიან და ამიტომ გაახშირეს თავდასხმები და ტერაქტები.

მისივე თქმით საკადრისად დასჯიან თურქეთის პარლამენტის იმ ქურთ დეპუტატებს, რომლებიც ტერორისტების უფლებებს იცავენ და მათ მოეხსნათ რა ხელშეუხებლობები, მალე წარსდგებიან სამსჯავროზე.

პრეზიდენტის თქმითვე დაუნდობელ ბრძოლას გააგრძელებენ ასევე ფეტულაჰ გულენის მხარდამჭერების მიმართაც, რადგან ისინიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სცადიან, რის გამოც ისინიც ტერორისტების სტატუსში შედიან.

პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით კი როგორც წარსულში, ახლაც, ხელისუფლება და ხალხი ერთიანობას და სოლიდარობას გამოხატავენ ანტიტერორისტულ ბრძოლაში     



მსგავსი ინფორმაციები