გენშტაბმა გუშინდელი ოპერაციების ანგარიში გამოაქვეყნა

სამწუხაროდ კიდევ 6 ჯარისკაცი დაიღუპა

497167
გენშტაბმა გუშინდელი ოპერაციების ანგარიში გამოაქვეყნა

გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ვანის ოლქის ჩალდირანის დასახლებასთან გამავალ გზატკეცილზე ქურთი ტერორისტების მხრიდან ჩადებულ ნაღმზე პოლიციის მანქანის აფეთქების შედეგად შეჰიდი გახდა კიდევ 6 ძალოვანი, ხოლო 2 კი დაიჭრა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ვანის სახელმწიფო საავადმყოფოში და მათი მკურნალობა გრძელდება.

შირნაკის ოლქის სილოპის რაიონში კი ტერორისტებს მანქანაში ნაადრევად აუფეთქდათ ხელნაკეთი ბომბი და მისი აფეთქებისას 3 ტერორისტი მოკვდა, მათ შორის 2 ქალი.

ბინგოლის ოლქში ძალოვანებმა გააუვნებელყვეს 3 ტერორისტი. მარდინის ოლქის ნუსაიბინის რაიონი კი ფაქტიურად გაწმინდა ტერორისტებისგან და ახლა აღდგენითი სამუშაოები დაიწყო რა, ალყაშემორტყმულ ერთ ერთ უბანში თურქ ჯარებს დანებდა მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში დამალული 25 სეპარატისტი.

ქურთი ტერორისტები უკვე გრძნობენ რა მათი დამარცხების სიახლოვეს, უკვე ჯგუფ ჯგუფად ბარდებიან ძალოვანებს, ხაზს უსვამს გენშტაბი გავრცელებულ ინფორმაციაში



მსგავსი ინფორმაციები