სტამბოლში გრძელდება ჰუმანიტარული სამიტი

ერდოღანს მის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებსაც აწყობს

496519
სტამბოლში გრძელდება ჰუმანიტარული სამიტი

გუშინ, სტამბოლში მიმდინარე ჰუმანიტარულ სამიტზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში არავითარ დათმობაზე არ წავლენ და ამ ბრძოლას ქურთი ტერორისტების სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ.

ამავე სამიტის ფარგლებში ერდოღანს მრავალი პირისპირი შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ა.შ. ხოლო საუბრის მთავარ თემას კი ორმხრივი ურთიერთობები, ანტიტერორისტული ოპერაციები, ლტოლვილთა დრამა, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები წარმოადგენდა.

ბან კი მუნთან შეხვედრაზე ამ უკანასკნელმა ანკარას მადლობა გადაუხადა სირიელი ლტოლვილებისადმი თურქეთის მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერების გამო და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამის გამო პირველად იმართება ჰუმანიტარული სამიტი ნიუ ორკის ფარგლებს გარეთ სწორედ სტამბოლში. მათ სირიაზე საუბრისას მხარი დაუჭირეს ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას, ხოლო მის პარალელურად კი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას.

ერდოღანმა მერკელთან შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ვიზა ლიბერალიზაციას და ანტიტეროსტულ ბრძოლას დაუთმო და ამ საკითხში უფრო მეტი მგრძნობიარობა მოითხოვა ევროკავშირისგან. მერკელის თქმით თუ თურქეთი ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში ყველა კრიტერიუმს შეასრულებს, მაშინ, ბრიუსელიც შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და თურქ მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის უფლებას მისცემს.

მარგველაშვილთან შეხვედრაზე კი ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს      

 



მსგავსი ინფორმაციები