გენშტაბმა ანტიტერორისტული ოპერაციების ანგარიში გამოაქვეყნა

მთლიანობაში გაუვნებელყოფილია 7078 ქურთი ტერორისტი

496962
გენშტაბმა ანტიტერორისტული ოპერაციების ანგარიში გამოაქვეყნა

როგორც ცნობილია ანტიტერორისტული ბრძოლა თურქეთში ახლიდან განახლდა გასული წლის 24 ივლისიდან და გენშტაბმა ამ 10 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.

10 თვის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყის ჩათვლით ამ სამხედრო ოპერაციების დროს მთლიანობაში 7078 ქურთი ტერორისტი იქნა გაუვნებელყოფილი, აქედან 2583 მოკლულის, 109 დაჭრილის სახით, 109 ტყვედ იქნა აყვანილი, ხოლო 214 კი თვით დანებდა თურქ ძალოვანებს.

ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში განხორციელებული საჰაერო ოპერაციების დროს გასულ წელს მოკლულ იქნა 1335 ქურთი სეპარატისტი, დაიჭრა 310, ხოლო 2016 წლის ოპერაციების დროს კი ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 1031 ტერორისტი, დაიჭრა 328, თურქ ძალოვანებს დანებდა 437 ტერორისტი.

ამ 10 თვიანი ოპერაციების დროს პკკ-ასთან ბრძოლაში დაიღუპა 296 ჯარისკაცი, 178 პოლიციელი, 9 მოხალისე რაზმელი, მთლიანობაში 483 ძალოვანი, ხოლო დაიჭრა 1568 ჯარისკაცი, 1257 პოლიციელი და 34 მოხალისე რაზმელი, მთლიანობაში 2859 ძალოვანი



მსგავსი ინფორმაციები