დღეს მმართველი პარტიის საგანგებო ყრილობა ტარდება

მასზე არჩეულ იქნება პარტიის ახალი ლიდერი

495380
დღეს მმართველი პარტიის საგანგებო ყრილობა ტარდება

დღეს ანკარის არენა სპორტის სასახლეში თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის, AK Parti-ს მეორე საგანგებო ყრილობა გაიმართება, რომელზედაც პარტიის ახალი გენერალური თავჯდომარე იქნება არჩეული და პრეზიდენტი სწორედ მას დაავალებს ახალი მთავრობის შექმნას.

ყრილობის მოწვევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 5 მაისს პრეზიდენტს პარტიის ლიდერობიდან და პრემიერმინისტრობიდან გადადგომის განცხადებით მიმართა აჰმეტ დავუთოღლუმ.

ყრილობაზე მიწვეულნი არიან მრავალი ქვეყნის ლიდერები და პოლიტიკოსებიც, ხოლო საერთოდ კი 50 ათასამდე კაცი მიიღებს მონაწილეობას ამ ყრილობაში.

გუშინწინ პარტიის ახალი ლიდერის კანდიდატად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ბინალი ილდირიმი დასახელდა.

თუ დღეს კენჭისყრაზე, რომელიც დაახლოებით 16:00 საათზე გაიმართება, 470 დელეგატიდან   უმრავლესობის ხმას მოიპოვებს, იგი გახდება პარტიის ახალი ლიდერიც და პრემიერიც რა, იგი შექმნის ახალ კაბინეტსაც, ხოლო ამის პარალელურად პარტიის ცენტრალური და აღმასრულებელი კომიტეტების შემადგენლობაც განახლდება   



მსგავსი ინფორმაციები