კანდილზე საჰაერო ოპერაცია განახორციელდა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული ორგანიზაციის ცენტრზე, კანდილზე, საჰაერო ოპერაცია განახორციელა

494181
კანდილზე საჰაერო ოპერაცია განახორციელდა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული ორგანიზაციის ცენტრზე, კანდილზე, საჰაერო ოპერაცია განახორციელა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2016 წლის 19 მაისს მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე კანდილის რეგიონზე საჰაერო ოპერაცია განხორციელდა.

ოპერაციაში მონაწილეობა F16 და F4 ტიპის თვითმფრინავებმა მიიღო.

დაახლეობით 45 წუთიანი საჰაერო ოპერაციის შედეგად რეგიონში აღმოჩენილი საცეცხლე წერტილები, თავშესაფრები და დასასვენებელი ადგილები იქნა განადგურებული.

ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავები ბაზებზე მშვიდობიანად დაბრუნდნენ.

ამავდროულად ტერორიზმთან მებრძოლი ჯგუფები გაზიანთეპში ერთ-ერთ სახლზე განხორციელებული ოპერაციის დროს დეაშის ე. წ. თურქეთზე პასუხისმგებელმა ტერორისტმა იუნუს დურმაზმა სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.  

ოპერაციის შედეგად ერთი ტერორისტი ცოცხლად დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები