გერმანიაც აპირებს სომხური ტყუილის აღიარებას

“გენოციდის აღიარება დიდი დარტყმა იქნება მოკავშირე თურქეთისთვის“

493393
გერმანიაც აპირებს სომხური ტყუილის აღიარებას

პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა დღევანდელ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე შეფასება მისცა რა გერმანიის ფედერალური პარლამეტის მიერ 2 ივნისის სხდომაზე 1915 წლის მოვლენების დღის წესრიგში შეტანის საკითხს, თქვა, რომ ე.წ. სომხური გენოციდის საკითხის წინა პლანზე წამოწევით  ზოგჯერ ამა თუ იმ ქვეყნის პარლამენტები ცდილობენ თურქეთისათვის შეურაცხყოფის მიყენებას, მაგრამ, ის კი ავიწყდებათ, რომ ამ საკითხზე ისტორიული და იურიდიული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ, თუმცა, ამას არავინ ითხოვს, რადგან, სომხური საკითხის მათ ხომ მხოლოდ და მხოლოდ თურქეთზე პოლიტიკური ზეწოლის სახით უნდათ გამოყენება.

“თუ დასავლეთი და სომხეთი ამ საკითხში გულწრფელები არიან, მაშინ, რატომ ამბობენ უარს ერდოღანის შეთავაზებაზე, რომ დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით საერთაშორისო ერთობლივი კომისია შექმნან. სამწუხაროდ, დღემდე სომხეთი და მისი მხარდამჭერები არქივების გახსნაზეც კი უარს ამბობენ, როცა თურქეთმა ყველა არქივი გახსნა. არქივები კი იმას ღაღადებენ, რომ არავითარ გენოციდს არ ჰქონია ადგილი. პირველი მსოფლიო ომის წლებში ოთხივე მხრიდან მტრებით ალყაშემორტყმულ ოსმანეთს მის ტერირტორიაზე მცხოვრები სომხებიც აუჯანყდნენ, რომლებიც ერთის მხრივ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ ოსმანებს, ხოლო მეორეს მხრივ რუსების არმიას უერთდებოდნენ და მუსრს ავლებდნენ აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრებ თურქებს. ამას კი ღალატი ჰქვია და მოღალატე სომხები ოსმანეთმა ფრონტის ხაზს დააშორა და უსაფრთხო რეგიონებში გადაიყვანა. ასე რომ, პირველ მსოფლიო ომში სომხებმა უფრო გაცილებით მეტი თურქი მოკლეს, ვიდრე თურქებმა სომხები. თურქული არქივებით და თანამედროვეთა დამოწმებით, ყველაზე მეტი, შეიძლება სამასი ათასამდე სომეხი იყოს მოკლული, მაგრამ რატომღაც წლების განმავლობაში ეს ციფრი იზრდება და იზრდება. განა გენოციდი რომ ყოფილიყო ამას არ აღიარებდნენ დასავლეთელები 1924 წლის ლოზანის მოლაპარაკებებზე და თუ ასე იქნებოდა ახლად შექმნილი თურქეთის რესპუბლიკასაც ხომ არ აღიარებდნენ. მაგრამ, დასავლეთს აწყობს თურქეთის მუდმივი წნეხის ქვეშ ყოლა  და ამიტომ უერთდებიან სომხურ ტყუილებს. გერმანიაში 3 მილიონამდე თურქი ცხოვრობს და თუ ამ ქვეყნის ფედერალური პარლამენტი მიიღებს გენოციდის პრეტენზიას, მაშინ, ჯერ ერთი დიდი შეურაცყოფა იქნება მათთვის, ხოლო მეორეს მხრივ ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობებსაც დიდი დარტყმა მიყენება“, განაცხადა კალინმა     



მსგავსი ინფორმაციები