პკკ-ს წევრ ტერორისტებთან მებრძოლი 8 სამხედრო დაიღუპა

ჰაქქარის ჩუქურჯას დაბაში ამ დილით სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრ ტერორისტებთან მებრძოლი 8 სამხედრო დაიღუპა

489933
პკკ-ს წევრ ტერორისტებთან მებრძოლი 8 სამხედრო დაიღუპა

ჰაქქარის ჩუქურჯას დაბაში ამ დილით სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრ ტერორისტებთან მებრძოლი 8 სამხედრო დაიღუპა.

სამხედროებიდან 6 ტერორისტების ჩუქურჯა-ჩიღლიში მდებარე ბაზის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ წარმოქმნილ შეტაკებას ემსხვერპლა.

შეტაკების შემდეგ კი რეგიონში გაგზავნილი კობრას ტიპის ვერტმფრენის ტექნიკური ხარვეზების გამო ჩამოვარდნის შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა.

მომხდარის შედეგად 8 სამხედრო დაშავდა.

რეგიონში, სადაც F-16 ტიპის ვერტმფრენი, მოიერიშე ვერტმფრენების დანაყოფი, უპილოტო საფრენი აპარატები და დამატებითი ძალები გააგზავნეს, შეტაკებები გრძელდება. ამ დრომდე 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ამავდროულად, შირნაქში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად 15 ტერორისტი იქნა გაუვნებელყოფილი.  



მსგავსი ინფორმაციები