სტოლტენბერგმა კილისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სირიაში განლაგებულ დეაშის პოზიციებიდან კილისზე განხორციელებულ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მოკავშირეები თურქეთს სოლიდარობას უცხადებენ

487735
სტოლტენბერგმა კილისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სირიაში განლაგებულ დეაშის პოზიციებიდან კილისზე განხორციელებულ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მოკავშირეები თურქეთს სოლიდარობას უცხადებენ და თურქეთის უსაფრთხოების გასაძლიერებელად ზომების გატარებას გააგრძელებენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა სირიაში განლაგებული ტერორისტები პოზიციებიდან კილისისათვის სარაკეტო ჭურვების სროლასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა. სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა კილისში ვითარების გაუარესების გამო და დასძინა, რომ ეს თავდასხმები პირდაპირ გავლენას ახდენს თურქეთის უსაფრთხოებაზე.

სტოლტენბერგმა ასევე მწუხარება გამოთქვა კილისში თურქეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო და მთლიან თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

მისივე თქმით, ნატო თურქეთს სოლიდარობას უცხადებს და ნატოს მოკავშირეები თურქეთის უსაფრთხოების გასაძლიერებელად ზომებს ატარებენ და მანამ, სანამ საჭირო იქნება, გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები