დავუთოღლუ ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩავიდა

იგი დღესვე დაბრუნდება სამშობლოში

486220
დავუთოღლუ ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩავიდა

პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩავიდა. 

მან თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს მიერ ქალაქ ბანია ლუკაში რესტავრირებული ფერჰადიეს მეჩეთის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ფერჰადიეს მეჩეთი ოსმანეთის გუბერნატორმა ფერჰატ ფაშამ 1579 წელს გააშენა, მაგრამ, ეს მეჩეთი 1993 წლის 7 მაისს სამოქალაქო ომის დროს სერბებმა დაანგრიეს.

2001 წელს მისი ახლიდან მშენებლობა დაიწყეს, რაშიც უდიდესი მატერიალური და ფინანსური წვლილი შეიტანა TİKA-მ და ახლა 23 წლის შემდეგ მისი ახლიდან ექსპლოატაციაში გადაცემა მოხდა. 

სხვათა შორის ეს მეჩეთი UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესვლის კანდიდატია.

პრემიერი დავუთოღლუ თურქეთში დღესვე დაბრუნდება.



მსგავსი ინფორმაციები