ერდოღანი: „მიდით და ვისთანაც შეგიძლიათ გარიგება მათ გაურიგდით“

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ევროკავშირის რეკომენდაციაზე, რომელიც „ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილების“ შეტანას ითვალისწინებს, კატეგორიული უარი განაცხადა

485715
ერდოღანი: „მიდით და ვისთანაც შეგიძლიათ გარიგება მათ გაურიგდით“

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ევროკავშირის რეკომენდაციაზე, რომელიც „ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილების“ შეტანას ითვალისწინებს, კატეგორიული უარი განაცხადა.

ერდოღანმა სტამბოლში ეიუპის მერიის მიერ გამართულ რამდენიმე ობიექტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.  ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ოთხივე მხარეში ტერორგანიზაციები მათი მხარდამჭერი ძალების გამო თავდასხმებს ახორციელებენ და ევროკავშირის მიერ ასეთ პერიოდში თურქეთის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნა მკაცრად გააკრიტიკა.

„თქვენ ევროპარლამენტის გვერდით კარვის გამშლელი ტერორისტებისათვის ნების მიმცემ ამ აზროვნებას რატომ არ ცვლით“ - ჰკითხა ერდოღანმა ევროკავშირს და დაამატა „მიდით და ვისთანაც შეგიძლიათ გარიგება მათ გაურიგდით.“


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები