ქილისს, კვლავ რაკეტა დაეცა

სირიიდან, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის ტერორისტების მხრიდან,  ქილისში, გატყორცნილ იქნა ოთხი რაკეტა

483837
ქილისს, კვლავ რაკეტა დაეცა

სირიიდან, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის ტერორისტების მხრიდან,  ქილისში, გატყორცნილ იქნა ოთხი რაკეტა.

არ ჰქონია ადგილი სიკვდილიანობას და დაშავებას.

უსაფრთხოების წყაროების ცნობით, გუშინ, ღამის საათებში გატყორცნილი ოთხი რაკეტა, რომლითაც მიზანში იყო ამოღებული ქილისის ონჯუს სასაზღვრო საპასუხისმგებლო განყოფილება, დაეცა ტრიალ მინდორზე.

ინციდენტის შემდეგ, რეგიონის სამიზნე ობიექტის განმსაზღვრელი რადარით, გაირკვა რაკეტების გასროლის ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა თურქუმანის ბარიკის რეგიონის DEAŞ-ის პოზიციებს.

საზღვარზე განლაგებული შტურმის ჰაუბიცებით და რაკეტ სასროლი იარაღებით გახსნილი ცეცხლის შედეგად, განეიტრალებულ იქნა DEAŞ-ის 13 წევრი.

 განადგურებულ იქნა ოთხი სამხედრო მანქანა და ცეცხლსასროლი პოზიცია.

სირიიდან ქილისზე, გუშინაც გაიხსნა ცეცხლი, რომელმაც გამოიწვია ერთი ადამიანის დაშავება. 

ორშაბათს ღამეს კი, კვლავ ქილისზე დაცემული ერთი რაკეტის შედეგად, დაიღუპა ერთი, დაშავდა ორი ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები