დავუთოღლუ ყატარშია

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყატარში სამხედრო ბაზის განთავსების შეთანხმებასაც მოეწერეს ხელი.

480155
დავუთოღლუ ყატარშია

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ოფიციალური ვიზიტით ყატარში ჩავიდა. მან დედაქალაქ დოჰაში ყატარის ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამადისთან, ქვეყნის პრემიერ მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრს შეიხ აბდულლაჰ ნასირ ბინ ჰალიფე ალ სანისთან შეხვედრა უკვე გამართა. შეხვედრაზე თურქეთ-ყატარის ურთიერთობ იქნა განხილული. დღეს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების  ფარგლებში თურქეთის შეიარაღებული ძალები, ყატარში სამხედრო ბაზას განათავსებს. დავუთოღლუმ დღეს ასევე თურქეთ-კატარს შორის გამართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო და იქ სიტყვით გამოსვლისას თურქეთ-კატარს შორის თავდაცვის სფეროში სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ის ქვეყანა, რომელიც თურქეთს ენდობა არასდროს დარჩენილა წაგებული. მან ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვაზეც  გამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი სურვილია ჯერ სამ შემდეგ კი ხუთ მილიარდ დოლარზე აიყვანონ სავაჭრო ბრუნვა. თურქი პრემიერის ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაც იქნა განხილული.

დავუთოღლუ ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ყატარის უნივერსიტეტში კონფერენციას ჩაატარებს.


საკვანძო სიტყვები: #აჰმედ დავუთოღლუ , #ყატარი , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები