ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 2 სამხედრო დაიღუპა

მარდინის დაბა ნუსაიბინში მიმდინარე ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია პკკ-ს წევრების მიერ ხელნაკეთი ასაფეთქებლების აფეთქების შედეგად2 სამხედრო დაიღუპა

477532
ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 2 სამხედრო დაიღუპა

მარდინის დაბა ნუსაიბინში მიმდინარე ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია პკკ-ს წევრების მიერ ხელნაკეთი ასაფეთქებლების აფეთქების შედეგად2 სამხედრო დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

დაბაში კომენდატის საათის გამოცხადების შემდეგ ტერორისტების დასაკავებლად, დამონტაჟებული ასაფეთქებლების გაუვნებელყოფისათვის, გათხრილი ორმოების და აგებული ბარიკადების მოსაშლელად თურქეთის შეიარღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურების მიერ 14 მარტს დაწყებული ერთობლივი ოპერაცია გრძელდება.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ შირნაქის დაბა ულუდერესთან ახლოს ჩატარებული ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს კუთვნილი ნაღმების საწარმოო გაანადგურეს.



მსგავსი ინფორმაციები