შეჰიდები

ტერორისტების დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას შეეწირა 2, დაშავდა 4 ჯარისკაცი და 2 პოლიციელი

474318
შეჰიდები

შირნაკში, ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ წარმართულ სამხედრო ოპერაციაში, ტერორისტების დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას შეეწირა 2, დაშავდა 4 ჯარისკაცი და 2 პოლიციელი.

ბითლის-მუშის რეგიონში, აპრილის თვიდან დაწყებულ ოპერაციებში, 6 ცოცხალის ჩათვლით, განეიტრალებულ იქნა 16 ტერორისტი.

31 მარტიდან დაწყებული ოპერაციებით, დიდი დანაკარგი მიეცა ტერ-ორგანიზაციებს.

ცოცხლად იქნა დაკავებული ბინგოლში, მუშში და ბითლისში, მრავალი ტერ-აქტების პასუხისმგებელი, ერზრუმის ე.წ. უფლებამოსილი ტერორისტი სინან დევრიმის კოდით ცნობილი მეჰმედ ჰაიმე, რომლის დასაკავებლად გამოყოფილი იყო ათასი მილიონი ლირის ჯილდო.

მოკლულ იქნა ჰამგირ კოჩერის კოდით ცნობილი ტერორისტი ჯემილ ათეში, რომლის დაკავებისთვის კვლავ, ათასი მილიონი ლირის ჯილდო იყო გამოყოფილი.

ტერ-ორგანიზაციის ბითლისის რეგიონში მოქმედი ერთეული მთლიანად განადგურდა.

ბითლის-მუშის რეგიონში დღემდე, მოკლულ იქნა 10, დაკავებულ იქნა 6 ტერორისტი.

ოპერაციებში, სადაც გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატებიც, განადგურდა 22 თავშესაფარი, ხელში იქნა ჩაგდებული მრავალი სამხედრო მასალა, ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და სამხედრო ტექნიკა.



მსგავსი ინფორმაციები