სექტანტობის, რასიზმის და ტერორის დამარცხება ერთიანობით არის შესაძლებელი

სექტანტობის, რასიზმის და ტერორის დამარცხება ერთიანობით არის შესაძლებელი

472814
სექტანტობის, რასიზმის და ტერორის დამარცხება ერთიანობით არის შესაძლებელი

სექტანტობის, რასიზმის და ტერორის დამარცხება ერთიანობით არის შესაძლებელი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ სტამბოლში, წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულთან დაკავშრებით მიძღვნილ პროგრამას დაესწრო. ამ პროგრამას ასევე თურქეთის რელიგიური საქმეთა სამმართველოს უფროსი და სხვა მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ისლამურ სამყაროს წმ. მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეული მიულოცა და ყველას ერთიანობისკენ მოუწოდა რა, განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია დეაშის ჩათვლით ბოკო არამი, ალ ქაიდა და სხვა ყველა მსგავსი დაჯგუფებები ისლამს და მუსლიმანებს დიდ ზიანს აყენებენ. „უნდა ითქვას, რომ ტერ ორგანიზაციების მხრიდან ისლამზე მიყენებული ზარალი, თვით ისლამის მტრებსაც კი არ მიუყენებია. ადამიანებისთვის სიცოცხლის ჩუქება კი წმ. მუჰამმედის მეშვეობით სამყაროს მოვლენილი რელიგიის, ისლამის მთავარი პრინციპია,“ დასძინა ერდოღანმა. მან ასევე ისლამურ სამყაროს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს, მათი მოგვარება დროულად მოხდეს.



მსგავსი ინფორმაციები