ერდოღანის განცხადებით ტერორიზმის დამარცხების მეთოდი სოლიდარობაა

ერდოღანის განცხადებით ტერორიზმის დამარცხების მეთოდი სოლიდარობაა

470901
ერდოღანის განცხადებით ტერორიზმის დამარცხების მეთოდი სოლიდარობაა

ერდოღანის განცხადებით ტერორიზმის დამარცხების მეთოდი სოლიდარობაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში მიმდინარე ისლამური თანამშრომლობის 13-ე სამიტის მნიშვნელობის შესახებ სტატია მოამზადა. არაბულ ტელევიზია ალ-ჯაზირას და ამერიკულ CNN-ის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ერდოღანი აცხადებს, რომ ადამიანებს მიუხედავად განსხვავებული ერისა, რწმენისა და პოლიტიკური შეხედულებებისა მაინც მშვიდობიანი ცხოვრება სურთ. იგი ასევე ისლამურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას და სტამბოლში მიმდინარე სამიტის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სამიტზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივად მოქმედებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები განიხილება. მან ასევე სტატიაში ნათლად აღნიშნა, რომ ტერორიზმი მხოლოდ ერთი ქვეყნის ან რეგიონის პრობლემიდან გადის და იგი განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმანებს აშფოთებს, რადგან სამწუხაროდ საზოგადოებაში ყოველგვარ ტერაქტს ისლამთან აიგივებენ, რაც ყოვლად მიუღებელია. მისივე თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში რასისტული და ისლამოფობიური გამოსვლები იზრდება, რაც ასევე მუსლიმანებს აშფოთებს. ერდოღანმა ასევე სტატიაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმს 30 წელია ებრძვის და კარგად იცის თუ რა შედეგი მოჰყვა მას. „საერთაშორისო საზოგადოებამ ამ საკითხთან დაკავშირებით სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს რათა წარმატებას ერთობლივად მივაღწიოთ და ადამიანთა მოდგმის მტრად გამოცხადებული ტერორიზმი ერთობლივად დავამარცხოთ. ტერორიზმის დამარცხებისათვის პირველ რიგში მუსლიმანურმა ქვეყნებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს რათა ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას. თუ ეს ასე მოხდება მე ნამდვილად მჯერა, რომ ტერორიზმის საკითხი საბოლოოდ აღმოიფხვრება,“ ნათქვამია ერდოღანის სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები