დაეში ქილისს ბომბავს

დღევანდელ სარაკეტო დარტყმას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია

470268
დაეში ქილისს ბომბავს

უკვე მერამდენე დღეა რაც თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე ქალაქ ქილისს რაკეტებს უშენენ სირიიდან ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები და დღეს დილითაც კიდევ 4 რაკეტა ესროლეს ამ ქალაქს, რის კვალდაკვალ ადგილზე ჩავიდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი და ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსი ჰაქან ფიდანი რა, დეტალური ინფორმაციები მიიღეს ქილისის გუბერნატორ სულეიმან თაფზისისგან.

ორშაბათს ამ ქალაქში დაეშის მხრიდან ნასროლი რაკეტის შედეგად 12 კაცი დაიჭრა, გუშინ 2 კაცი დაიღუპა, დღეს კი საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა



მსგავსი ინფორმაციები