დავუთოღლუმ დასავლეთი გააკრიტიკა

“არ შეიძლება ისლამის ტერორიზმთან გაიგივება“

468025
დავუთოღლუმ დასავლეთი გააკრიტიკა

პრემიერი დავუთოღლუ გუშინ სიტყვით გამოვიდა თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს მხრიდან ორგანიზებულ ღონისძიებაზე და მკაცრად დაგმო ის ქვეყნები და წრეები, რომლებიც ტერორს ისლამურ სახელმწიფოსთან და სხვა რადიკალურ ორგანიზაციებთან აიგივებენ.

“ჩვენ, მუსლიმან მორწმუნეებს, ჩვენი თავი და სულები ღმერთისათვის გვაქვს ჩაბარებული, ამიტომაც ღმერთის გარდა ამქვეყნად არავისი არ გვეშინია. ისინი, რომლებიც ისლამს რადიკალისტურად მიიჩნევენ და ამასთან მუსლიმან ქალთა არა უფლებებზე საუბრობენ, ვთხოვდი მათ, რომ ჯერ ისლამი შეისწავლონ და იქ ნახავენ, თუ როგორ კრძალავს ეს რელიგია კაცთაკვლას და როგორი პატივისცემით უდგება ყველა ქალს, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა. ასე რომ, ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელიც პატივისცემით და ღირსებით იცავს ქალთა უფლებას“, განაცხადა დავუთოღლუმ და იქვე დასავლეთს შეახსენა, თუ ევროპაში მე-19 საუკუნემდის ქალს როგორ არ თვლიდნენ ადამიანად და მათი სხეულიდან ეშმაკის განდევნის საბაბით როგორ წვავდნენ ცოცხლად კოცონებზე



მსგავსი ინფორმაციები