თავდასხმა დიარბექირში

დიარბექირის ბაღლარის რაიონში, პოლიციის ავტომანქანის გავლისას, ტერორისტების ბომბიან თავდასხმას შეეწირა 7 პოლიციელი

462728
თავდასხმა დიარბექირში

დიარბექირის ბაღლარის რაიონში, პოლიციის ავტომანქანის გავლისას, ტერორისტების ბომბიან თავდასხმას შეეწირა 7 პოლიციელი.

ნაღმით დატვირთული მანქანით განხორციელებულ მზაკვრულ თავდასხმაში დაიჭრა კიდევ 27 ადამიანი.

აფეთქებამ, დიდი მატერიალური დაზარალება მიაყენა გარემოს.

ბირთვულ სამიტზე მონაწილეობის მიზნით აშშ-ში მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის ეფკან ალასგან, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ახლობლებს და დაგმო თავდასხმა.

ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ პანელზე მოხსენებისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ტერორს ამოიღებენ ქვეყნის დღის წესრიგიდან. თავდასხმა ვერ გადაუღობავს გზას ტერორთან ბრძოლას. უკვე საჭიროა ყველამ იხილოს PKK-ს და მისი კომპონენტების ნამდვილი სახე.



მსგავსი ინფორმაციები