თურქეთი დეაშის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერს აკეთებს

გასულ წელს გაზიანთეფში უცხო ქვეყნის 541 მოქალაქე იქნა დაკავებული

461459
თურქეთი დეაშის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერს აკეთებს

თურქმა სამართალდამცველებმა ტერორგანიზაცია დეაშში გაწევრიანების მიზნით თურქეთის გავლით სირიაში გადასვლის მსურველი მრავალი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააპატიმრეს. მარტო მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მხოლოდ ქალაქ გაზიანთეფში თურქმა სამართალდამცველებმა 184 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც დეაშში გაწევრიანების მიზნით სირიაში აპირებდნენ გადასვლას. დაკავებულები 33 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაექები არიან, რომელთა შორის 85 კაცი თურქეთშია დაპატიმრებული და მათგან 99 კაცსს ექსტრადაცია გაუკეთეს. იმ ქვეყნებს, რომლებშიც თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების ექსტრადაცია მოახდინეს, მათ შესაბამის სტრუქტურებსაც გაფრთხილება გაუგზავნეს. გასულ წელს გაზიანთეფში უცხო ქვეყნის 541 მოქალაქე იქნა დაკავებული, რომლებიც სირიაში გადასვლას და დეაშში გაწევრიანებას აპირებდნენ.



მსგავსი ინფორმაციები