გუშინ თურქეთის მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

განიხილეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მრავალი ასპექტები

451208
გუშინ თურქეთის მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გუშინ თურქეთის მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზედაც განიხილეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მრავალი ასპექტები. სხდომის დასრულების შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და თქვა, რომ გუშინ წინ ანკარის ცენტრში, კიზილაის მოედანზე დანაღმული ავტომანქანით ტერაქტი განახორციელეს ორმა თვითმკვლელმა და მათგან ერთი ქალი ყოფილა.

“ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ხმა აღიმაღლონ ასეთი საშინელი ტერაქტების წინააღმდეგ და მკაცრად დაგმონ იგი, რადგან, მას სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ასეთ ტერაქტებს წმინდა მიზანიც კი რომ ჰქონდეს, არ შეიძლება რაიმე გამამართლებელი მიზეზი გააჩნდეს“, ხაზგასმით აღნიშნა კურთულმუშმა.

მანვე პარლამენტში შესულ ოთხივე პარტიას მოუწოდა, ტერორის დამგმობ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერონ ხელი, რასაც დადებითად აღიქვამს საზოგადოება.

ბოლოს კურთულმუშმა ისიც დაამატა, რომ ანკარის ტერაქტი ეკონომიკურად და პოლიტიკურად სწრაფად მზარდი თურქეთის წინააღმდეგ არის მიმართული



მსგავსი ინფორმაციები