თურქეთმა მსოფლიოს დაანახვა, რომ ჯერ არ მომკვდარა ადამიანობა

თურქეთი გააგრძელებს მის გვერდში დგომას, ვისაც შეუძლია ჭრილობის მოშუშება, მკერდში ჩახუტება და ადამიანისთვის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება

448583
თურქეთმა მსოფლიოს დაანახვა, რომ ჯერ არ მომკვდარა ადამიანობა

ვიცე პრემიერის იალჩინ აქდოღანის, სოციალური ქსელის twitter-ის მეშვეობით გავრცელებული განცხადებით, თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების რაოდენობა გაუტოლდა 2 მილიონ 733.784-ს. 26 დროებით თავშესაფარში მყოფი სირიელების რაოდენობა კი, უტოლდება 282.815-ს.

თურქეთმა საკითხთან დაკავშირებით გამოავლინა მორალური და კეთილსინდისიერი პოზიცია. მსოფლიოს დაანახვა, რომ ჯერ არ მომკვდარა ადამიანობა და ამ სახით შევიდა ისტორიაში.

ისტორიაში ჩაიწერა ასევე სირიის საკითხთან დაკავშირებით, ავტორიტეტული ქვეყნების ინიციატივა თუ რა გააკეთეს ჰუმანიტარული კრიზისის სფეროში.

იალჩინ აქდოღანმა, აღნიშნა, რომ უშედეგოა მოლოდინი, რომ ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში მათი თანა პარტნიორები გახდებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ბომბავენ სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვებს და უდანაშაულო ადამიანებს. თითოეული ქვეყანა აკეთებს თავის ღირსეულს. თურქეთი გააგრძელებს მის გვერდში დგომას, ვისაც შეუძლია ჭრილობის მოშუშება, მკერდში ჩახუტება და ადამიანისთვის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება.



მსგავსი ინფორმაციები