გაერთიანებულმა შტაბმა ფოტო მასალა გამოაქვეყნა

გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს შორის უცხოელებიც არიან.

448957
გაერთიანებულმა შტაბმა ფოტო მასალა გამოაქვეყნა

გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს შორის უცხოელებიც არიან.

გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ შირნაქის დაბა იდილში ერთ-ერთ შენობაში დამალული და შემდგომში ლიკვიდირებული 6 ტერორისტიდან, რომლებმაც უარი განაცხადეს დანებებაზე, ერთ-ერთი ჯვარს ატარებდა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია პკკ-ს მხარდასაჭერად ტერორისტები უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან.

გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად კი სირიიდან თურქეთში არალეგალურად გადასვლისას კილისის ახლოს დაკავებულ პიროვნებას სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს განშტოება YPG-ს მოწმობა აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ტერორისტი ნუსაიბინში წასასვლელად ემზადებოდა.



მსგავსი ინფორმაციები