სირიის მხრიდან ნასროლმა ხუთმა რაკეტამ კილისში ერთი ადამიანი იმსხვერპლა

სირიის მხრიდან ნასროლმა ხუთმა რაკეტამ კილისში ერთი ადამიანი იმსხვერპლა

446841
სირიის მხრიდან ნასროლმა ხუთმა რაკეტამ კილისში ერთი ადამიანი იმსხვერპლა

სირიის მხრიდან ნასროლმა ხუთმა რაკეტამ კილისში ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

ზოგი რაკეტა დაუსახლებელ ადგილზე, ერთი კი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა.

გუბერნატორ სულეიმან ტაპსიზის განცხადებით, მომხდარის დროს ერთი ადამიანიც დაიჭრა.

სავარაუდოდ, ტერორგანიზაცია დეაშის პოზიციებიდან რაკეტების სროლას თურქეთის მხრიდან საპასუხო ცეცხლიც მოჰყვა.

ქალაქში იანვარში სირიის მხრიდან ნასროლი რაკეტები სკოლის ეზოში ჩამოვარდა, რის შედეგადაც სკოლის ერთი თანამშრომელი ქალი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #რაკეტა , #კილისი

მსგავსი ინფორმაციები