ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების დროს 3 სამხედრო დაიღუპა

მარდინის დაბა დარგეჩითში სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების დროს 3 სამხედრო დაიღუპა, 8 ტერორისტი კი ლიკვიდირებული იქნა

443858
ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების დროს 3 სამხედრო დაიღუპა

მარდინის დაბა დარგეჩითში სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების დროს 3 სამხედრო დაიღუპა, 8 ტერორისტი კი ლიკვიდირებული იქნა.

დარგეჩითის სოფლებში ტერორგანიზაცია PKK-ს წევრების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალებსა და ტერორისტებს შორის შეტაკება მოხდა. რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია ისევ გრძელდება.

ამავდროულად ხალხთა დემოკრატიული პარტიის HDP-ს თანათავმჯდომარის სელაჰათინ დემირთაშის მიერ დიარბაქირის დაბა სურში მსვლელობის მოწყობის მოწოდებას არავინ გამოეხმაურა.

დემირთაშმა მოქალაქეებს სურში ანტიტერორისტული ოპერაციების შეწყვეტის და კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით დაბა სურიში მსვლელობის მოწყობისაკენ მოუწოდა, რასაც მოსახლეობამ მხარი არ აუბა.

დიარბაქირში, სადაც უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, მოქალაქეები ყოველდღიური ცხოვრების რიტმს აგრძელებენ და მცირე მეწარმეებმა სამუშაო ადგილები არ დახურეს.



მსგავსი ინფორმაციები