დავუთოღლუმ და მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს

დავუთოღლუმ და მერკელმა ტელეფონით არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და სირიაში არსებული ვითარების საკითხზე ისაუბრეს

441573
დავუთოღლუმ და მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს

პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და სირიაში არსებული ვითარების საკითხზე ისაუბრეს.

პრემიერმინისტრის სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სურვილით შედგა.

საუბრის დროს თურქეთის პრემიერმა დავუთოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში შეტაკებების შეწყვეტის საკითხზე მიღწეული მორატორიუმის შესრულება უპირველეს ყოვლისა სირიელი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და დეაშის, PYD/YPG-ს მსგავს ტერორისტულ დაჯგუფებებს საჭიროა არ მიეცეს უფლება აღნიშნული ვითარებით ისარგებლონ.

საუბარი შეეხო ასევე არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თურქეთ-გერმანიის და თურქეთ-ევროკავშირის თანამშრომლობას და ორივე ლიდერმა თურქეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ორგანოების მიერ წარმოებული თანამშრომლობით კმაყოფილება გამოხატა.

დავუთოღლუ და მერკელი შეთანხმდნენ აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდეს კიდევ უფრო გაძლიერდეს და ხაზი გაუსვეს ნატოს ეგეოსის ზღვაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით მოქმედებების მნიშვნელობას.

ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ 7 მარტს დაგეგმილი თურქეთ-ევროკავშირის სამიტი მიგრაციის მსგავს აქტუალურ საკითხებთან ერთად თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული წინსვლის განსახილველად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.



მსგავსი ინფორმაციები