თავდასხმა ნუსაიბინში

დაიღუპა 1 თურქი პოლიციელი

440903
თავდასხმა ნუსაიბინში

თურქეთის გენშტაბის ინტერნეტ გვერდის მიხედვით დღეს დილით ადრე მარდინის ოლქის ნუსაიბინის რაიონში თურქი პოლიციელებით სავსე ჯავშანტრანსპორტიორზე პკკ-ას ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1 პოლიციელი დაიღუპა, 2 დაიჭრა.

ამავე ცნობით ქალაქ ბათმანში კი ტერორისტებმა 3 ხმის ბომბი ისროლეს და მას მართალია რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ, მან დიდი პანიკა და შიში გამოიწვია იქვე ახლოს მდებარე მოსამზადებელი კურსების აბიტურიენტებში.

პოლიციამ ტერორისტების დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები