სტოლტენბერგის მოადგილე თურქი ელჩი გახდა

იგი მოვალეობის შესრულებას 1 მარტიდან დაიწყებს

438587
სტოლტენბერგის მოადგილე თურქი ელჩი გახდა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილედ გამოცდილი თურქი დიპლომატი თაჯან ილდენი დაინიშნა და იგი ამ მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყებს.

ასე რომ, ამიერიდან ნატოს გენ. მდივნის ჯეინს სტოლტენბერგის მრავალ საკითხში მარჯვენა ხელი თურქი დიპლომატი იქნება, განსაკუთრებით კი იგი ალიანსის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებრივი დიპლომატიის სტრატეგიის განვითარებაში და სახალხო დიპლომატიის პოლიტიკის მონიტორინგის თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

ილდენი 1981 წელს თურქეთის ნატოში მუდმივ წარმომადგენლობაში მთავარი მდივნის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო 2006-2009 წლებს შორის კი თურქეთის საგანგებო ელჩს წარმოადგენდა ამავე ნატოში



მსგავსი ინფორმაციები