იან ელიასონმა თურქეთში სირიელი დევნილები მოინახულა

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ იან ელიასონმა თურქეთში, გაზიანტეპის დაბა ნაზიპში კარვების ქალაქი მოინახულა, სადაც 14 ათას 700 სირიელი ცხოვრობს.

437356
იან ელიასონმა თურქეთში სირიელი დევნილები მოინახულა

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ იან ელიასონმა თურქეთში, გაზიანტეპის დაბა ნაზიპში კარვების ქალაქი მოინახულა, სადაც 14 ათას 700 სირიელი ცხოვრობს.

ელიასონს კარვების ქალაქის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, შემდეგ კი მან სკოლები, სოციალური და სამედიცინო პუნქტები მოინახულა.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სირიელთა ორი ოჯახის კარავიც მოინახულა და ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

ვიზიტის ბოლოს ელიასონმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დევნილებისათვის ჩატარებული სამუშაოები ძალიან მოეწონა და დაამატა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ დევნილს იფარებს.

„მსოფლიომ იცის, საუბრობს და აფასებს იმას, რასაც თურქეთი აკეთებს სირიელებისათვის, მაგრამ ეს ომი უკვე უნდა დასრულდეს. ეს ომის სამხედრო გზებით ვერ მოგვარდება, რადგანაც ადამიანიურმა დანაკარგებმა ისეთ მაღალ რაოდენობას მიაღწია, რომ მასზე ვეღარც ვსაუბრობთ“- განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ იან ელიასონმა.



მსგავსი ინფორმაციები