მომხდარი კატასტროფების მიუხედავად, არალეგალური მიგრაცია მთელი სისწრაფით გრძელდება

მომხდარი კატასტროფების მიუხედავად, არალეგალური მიგრაცია მთელი სისწრაფით გრძელდება

435932
მომხდარი კატასტროფების მიუხედავად, არალეგალური მიგრაცია მთელი სისწრაფით გრძელდება

მომხდარი კატასტროფების მიუხედავად, არალეგალური მიგრაცია მთელი სისწრაფით გრძელდება.

ჩანაქქალეში არალეგალური გზებით გადასვლისათვის მზადების დროს 518 უცხოელი დააკავეს.

ჩანაქქალეს ჟანდარმერიის სარდლობის არალეგალური მიგრაციის აღკვეთისათვის შექმნილი სპეციალური დანაყოფი აივაჯიქის სანაპიროებზე მუშაობას განაგრძობს.

ჟანდარმერიის ჯგუფებმა გუშინ ჩატარებული ოპერაციის დროს არალეგალური გზებით საზღვარგარეთ გასვლისათვის მზადების პროცესში სირიის 503 და დომენიკის 15 მოქალაქე დააკავეს.

არალეგალების ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი 7 პიროვნება დააკავეს, 2 ავტობუსი, 1 მიკროავტობუსი, 1 ტაქსი, 2 გასაბერი ნავი, 1 ძრავიანი ნავი და 392 სამაშველო ჟილეტი კი პოლიციამ დააყადაღა.

რეგიონში მუშაობა მუდმივად გრძელდება.

ამავდროულად, ანტალიის დაბა კაშში კი არალეგალური გზებით საბერძნეთის კუნძულ კასტელორიზოზე გადასვლის მცდელობისას რეზინის ნავებზე მყოფი 15 სირიელი დევნილი დააკავეს და ისინი კაშის პორტში იქედან კი მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანეს, საიდანაც რეგისტრირებულ კარვების ქალაქში გააგზავნიან.v



მსგავსი ინფორმაციები